გამდნარი კარაქის სასარგებლო თვისებების შესახებ ინდოეთში ლეგენდები დადის!

გამდნარი კარაქის სასარგებლო თვისებების შესახებ ინდოეთში ლეგენდები დადის!
ინდოეთში საკმაოდ ხშირად გამოიყენება გამდნარი კარაქი სხვადასხვა სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ. ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებები იმდენად მრავალრიცხვოვანია, რომ მას ''თხევად ოქროდ'' მოიხსენიებენ. დღეს ჩვენი რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ ადამიანის ორგანიზმზე ამ პროდუქტის გავლენის შესახებ.

გამდნარი კარაქის სასარგებლო თვისებები

  1. აძლიერებს იმუნიტეტს
    გამდნარი კარაქი მაღალი ენერგეტიკული ღირებულებისაა. მიირთვით მცირეოდენი ეს პროდუქტი პურთან ერთად ყოველ დილას, რათა აიმაღლოთ ორგანიზმის თავდაცვითი ძალები და იყოთ ტონუსში დარჩენილი დღის განმავლობაში. გამდნარი კარაქი მდიდარია A, D და E ვიტამინებით.

  2. გვიწყობს ხელს გახდომაში
    გაგიკვირდებათ, თუმცა გამდნარი კარაქი გვიწყობს ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. ეს პროდუქტი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით. გამდნარ კარაქში შემავალი ცხიმები გაცილებით უფრო ნაკლებადაა გაჯერებული, ვიდრე ცხოველური წარმოშობის სხვა ცხიმები. სწორედ ამიტომ, ის აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რაც გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ გამდნარი კარაქი არ ილექება ცხიმოვანი ფენების სახით, მას მთლიანად მოიხმარს ჩვენი ორგანიზმი მისთვის საჭირო ენერგიის გამოსამუშავებლად.

  3. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
    გამდნარ კარაქს საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ კოსმეტოლოგიაშიც. ეს პროდუქტი მარტივად შეიწოვება და კანის ფორებიდან გამოდევნის მარილებს, წიდებსა და ტოქსინებს. წაისვით მცირეოდენი გამდნარი კარაქი სახის კანზე და თითის ბალიშებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი კანი საოცრად რბილი და ნაზი იქნება.

  4. კურნავს ანთებას
    გამდნარი კარაქი ფლობს დამამშვიდებელ ეფექტს. ამ პროდუქტში თაფლის შერევით ჩვენ ვიღებთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც მყისიერად ახშობს ყელის ტკივილს. მეტიც, გამდნარი კარაქი გამოდგება შაკიკის სამკურნალოდაც. უბრალოდ შეურიეთ გამდნარ კარაქში მცირეოდენი კარდამონი (ილი), კამა ან სხვა სამკურნალო თვისებების მქონე ბალახები და მიღებული ნარევი გაიჩერეთ პირის ღრუში რამდენიმე წუთის განმავლობაში. თავის ტკივილი წარსულში დარჩება!

    წელიწადის ცივ დროს, როდესაც ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება, რეკომენდირებულია ამ გარეგან ორგანოზე მცირეოდენი გამდნარი კარაქის წასმა. ასე თქვენ თავიდან აირიდებთ ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და დაიცავთ მას ინფექციებისგან.


ახლა უკვე თავადაც დარწმუნდით, რომ გამდნარი კარაქი მართლაც საოცრად სასარგებლო პროდუქტია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერში ზომიერების გამოჩენაა აცილებელი. მოიხმარეთ ეს პროდუქტი მხოლოდ გონივრული რაოდენობით!