ვიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და ვიკლებთ წონას. ზედმეტი კილოგრამები შეუმჩნევლად ქრება!

ვიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და ვიკლებთ წონას. ზედმეტი კილოგრამები შეუმჩნევლად ქრება!
ნიახური - საკმაოდ პოპულარული ბოსტნეული. წარსულში ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ამ მცენარეს ბედნიერება მოქონდა, რის გამოც ისინი ხშირად რთავდნენ სახლებს ამ პროდუქტით. უამრავ ქვეყანაში მისი საკვების სახით მოხმარება მხოლოდ მე-17 საუკუნის შემდეგ დაიწყეს.

ყველაზე დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინები, მინერალები და საკვები ნივთიერებები სწორედ ამ პროდუქტის ფესვშია. კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ეთერზეთების მაღალი შემცველობის ხარჯზე ნიახური ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია.

ნიახურის წვენის სასარგებლო თვისებები

ამ პროდუქტის ფესვს ხშირად მოიხმარენ ხალხურ მედიცინაში გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავების წლულების, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, პოდაგრის, ალერგიების, ართრიტის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და დიაბეტის სამკურნალოდ.

რიგ შემთხვევაში ამ პროდუქტს ნერვოზის, შაკიკისა და უძილობის დასამარცხებლადაც იყენებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნიახურის წვენი ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში, რადგან მას აქვს შარდმდენი ეფექტი, არეგილირებს ნივთიერებათა ცვლას, ახშობს მადას და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ენერგიას.

როგორ მივიღოთ ნიახურის წვენი
  • ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. ნიახურის ფესვის 100 მლ წვენი გაყავით 3 ნაწილად და მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • ალერგიის სამკურნალოდ და სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. მიირთვით ნიახურის ფესვის წვენი 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • წონის დასაკლებად. ნიახური მდიდარია უჯრედისით და ძალზედ დაბალკალორიული პროდუქტია, რის ხარჯზეც მისი წვენი გახდომაში და ცხიმოვანი ფენების მოშორებაში გვიწყობს ხელს. მიირთვით ნიახურის ფესვის 1 ს.კ წვენი ყოველ ჭამამდე 20 ან 30 წუთით ადრე, რათა შეინარჩუნოთ სინაყრე ხანგრძლივი დროით და დააჩქაროთ წონის კლების პროცესი.