თქვენი "სილამაზის ელექსირი" სწორედ ამ ხილშია!
ნესვის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრი მსმენოდა, მაგრამ იმან, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. ორმოცს კარგა ხანია გადავაბიჯე და ახალგაზრდობაც თითქოს თვალსა და ხელს შუა გაქრა. დავიწყე ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების და საცხების გამოყენება, მაგრამ საგრძნობი შედეგი ვერაფერმა მომცა. მეგობარს შევჩივლე ჩემი გასაჭირი, მან კი ძალიან მარტივად მირჩია: როგორც კი ნესვის სეზონი დაიწყება, ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა დაიდო სახეზე ნესვის ახალი ქერქი რბილობის მხრიდან. ამასთან ერთად ყოველდღე ჭამე 3 - 4 ნაჭერი ნესვი, რომელიც იდეალურად აწესრიგებს კუჭ - ნაწლავის მოქმედებას და აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობასო. მანამდე არც დავფიქრებულვარ იმაზე, რომ კუჭ - ნაწლავის მოქმედება დარღვეული მქონდა - გამუდმებით შეკრულობას და ღვიძლის ტკივილს ვუჩიოდი. თურმე ეს ყველაფერი სახის კანზე აისახება, მით უმეტეს, ასეთ კრიტიკულ ასაკში. მას შემდეგ, რაც ნესვით მკურნალობა დავიწყე, კუჭ - ნაწლავიც მომიწესრიგდა და სახის კანიც გადამეჭიმა.
დამეთანხმებით, ქალის გუნება - განწყობილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყურება - გარეგნულმა ცვლილებამ ძველებური ხალისიც დამიბრუნა. ვიცი, რომ სიბერე ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს.
ექიმის კომენტარი:
ნესვის შემადგენელი ნიკოტინის მჟავა და სხვა ვიტამინების კომპლექსური მოქმედება ამაგრებს ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.
კალციუმი კი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას, C, U ვიტამინები ახდენენ ანტიოქსიდანტურ ეფექტს, ანუ ხელს უშლიან ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევენ.
ნესვი შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს, რაც მაშინვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე.
ნესვის ნიღაბი " სილამაზის ელექსირია ". იგი არბილებს კანს, ტუჩებს სიქორფეს ანიჭებს, თვალებსა და თმას - სასიამოვნო ბზინვარებას.
ნესვს მათეთრებელი ეფექტიც აქვს და გამოადგება მათ, ვინც ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის.