დაიემშვიდობეთ ნაიარებსა და სტრიებს 2 თვეში უმრატივესი საშუალების წყალობით.

დაიემშვიდობეთ ნაიარებსა და სტრიებს 2 თვეში უმრატივესი საშუალების წყალობით.
კანი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დაუცვიელი ნაწილია, რომელიც საკმაოდ ხშირად ზიანდება. მართალია, ნაიარები მამაკაცს ამშვენებს, თუმცა სუსტი სქესის წარმომადგენელთა შემთხვევაში ეს მოვლენა მათ თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს... არ ინერვიულოთ, რადგან გამოსავალი არსებობს! დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია შემოგთავაზებთ ძალზედ ეფექტურ საშუალებას, რომელიც 2 თვეში გაგიქრობთ სტრიებს, ნაიარებსა და ნაწიბურებს. შედეგი გასაოცარია, ხოლო დანახარჯი - მინიმალური!

ინგრედიენტები:
  • ნესვის თესლი;
  • კვერცხის ნაჭუჭი;
  • ზეითუნის ან ნუშის ზეთი;


მომზადება:

  1. ნესვის გამომშრალი და გასუფთავებული თესლი დაფქვით ყავის საფქვავის გამოყენებით და შეურიეთ თანაბარი რაოდენობით დაფხვიერებულ კვერცხის ნაჭუჭთან.
  2. მეტი სიმარტივისთვის, შეგიძლიათ მოათავსოთ თანაბარი რაოდენობით ნესვის თესლი და კვერცხის ნაჭუჭი ბლენდერში და გულდასმით გადაურიოთ.
  3. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ იმ რაოდენობით ნუშის ან ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ ბლანტი ფაფის კონსისტენცია.

მიღებული საშუალება წაისვით კანის დაზიანებულ ნაწილზე დღეში ორჯერ. ზემოდან აუცილებლად დაიკარით პლასტირი ან დაიფიქსირეთ მომზადებული მაზი დოლბანდის დახმარებით. გიამეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში. სასიამოვნო შედეგს უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ იხილავთ.

ამ მარტივი ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად!