აი რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც ქათმის კანს მიირთმევს. ვერასდროს წარმოვიდგენდი!

აი რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც ქათმის კანს მიირთმევს. ვერასდროს წარმოვიდგენდი!
ქათმის ხორცი უამრავი ადამიანისთვის საყვარელი პროდუქტია. მისი მირთმევის დროს, როგორც წესი, ჩვენ კანს თეფშზე ვტოვებთ, ხოლო ხორცს გემრიელად შევექცევით. ადამიანების უმრავლესობა ქათმის კანს მაღალკალორიულ პროდუქტად მიიჩნევს და მის მირთმევაზე უარს აცხადებს.

ამ პროდუქტის რეპუტაცია დიდი ეჭვის ქვეშ დგას, რადგან ქათმის კანი შედგება ცილების ძალიან თხელი ფენისგან და საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხიმისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ უგემრიელეს, ხრაშუნა კანზე.

მოსაზრება, რომ ქათმის კანი მაღალკალორიული პროდუქტია, 100%-ით შეესაბამება სიმართლეს, რის გამოც დიეტოლოგები გვირჩევენ ამ პროდუქტის გამორიცხვას კვების რაციონიდან, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე შეიმჩნევა. თუ თქვენ არ იცავთ დიეტას და ჭარბი წონა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ეს წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტი!

ქათმის კანი
  1. ამაღლებს იმუნიტეტს
    იცოდით, რომ ქათმის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით A, E, B2, B6 და B12 ვიტამინებს? გარდა ამისა, ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ისეთი აუცილებელი მინერალები, როგორიცაა: კალიუმი, რკინა, ფოსფორი და მაგნიუმი.

  2. აუმჯობესებს გულის მუშაობას
    ცხიმის დიდი ნაწილი, რომელსაც ქათმის კანი შეიცავს, გაუჯერებელია, რაც ძალზედ სასარგებლოა ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. 30 გრამი ეს პროდუქტი შეიცავს მხოლოდ 3 გრამ გაჯერებულ და 8 გრამ გაუჯერებელ ცხიმებს.

  3. სასარგებლო ცილები
    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქათმის კანის გადაგდების დროს ჩვენ თავიდან ვიშორებთ სასარგებლო ცილებს. მეცნიერულად დამტკიცებულია, ცხოველური წარმოშობბის ცილებისგან მსხვილ ნაწლავში შეიწოვება ამინომჟავების დაახლოებით 90%, ხოლო მცენარეული ცილებისგან - მხოლოდ 60%.


სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არასდროს დატოვოთ ქათმის კანი თეფშზე. მიირთვით ეს პროდუქტი ზომიერი რაოდენობით, რათა გაიჯანსაღოთ მთელი ორგანიზმი და გაიძლიეროთ იმუნიტეტი.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!