ეს 7 პროდუქტი თქვენს მაგიდაზე არ უნდა მოხვდეს! შოკისმომგვრელი სიმართლე...

ეს 7 პროდუქტი თქვენს მაგიდაზე არ უნდა მოხვდეს! შოკისმომგვრელი სიმართლე...
ადამიანი ისე განვითარდა საკვები პროდუქტების წარმოებასა და მოყვანაში, რომ ამ პროცესში ჩარევა უკვე რაღაც კანონსაწინააღმდეგოდ გეჩვენება. თუმცა, ეს მართლაც ეწინააღმდეგება ბუნებას. ჩვენს ირგვლივ უამრავი უხარისხო საკვებია, ამიტომაც იძულებული ვართ სასარგებლო და საზიანო პროდუქტების გარჩევა ვისწავლოთ.

სინამდვილეში, ყველაფერი მარტივადაა. სინთეთიკური დანამატებისა და საღებავების შემცველი პროდუქტების მოხმარება ჯანმრთელობას ავნებს. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, სად რას უმატებენ და სწორედ ამაში დაგეხმარებათ დღეს ჩვენი რედაქცია.

დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული


ხორცისა და თევზის კონსერვების მავნებლობაზე და ბოტულიზმზე ყველასათვის ცნობილია. მაგრამ საზიანოა თუ არა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, ცოტა ვინმემ თუ იცის.

ჯერ ერთი, ამ პროდუქტების სარგებელი მათ ვიტამინებშია, რომლებიც თერმულად გადამუშავებისას ძალას კარგავს. მეორეც, მაგალითად, ატმის კონსერვში დიდი ოდენობით შაქარია, პომიდვრის კონსერვში კი - სინთეთიკური დანამატები, რომლებიც გემოს აძლიერებს. და მესამე - მთავარი - კონსერვის შეფუთვები მზადდება ბისფენოლ A-ს დამატებით, რომელიც იწვევს კიბოს.

სუნელები


რა თქმა უნდა, საუბარი შინ დამზადებულ სუნელებზე არ არის, არამედ, მაღაზიაში ნაყიდ, დაფასოებულზე. არსებობს რისკი, რომ მათში შეიძლება საზიანო დანამატები აღმოჩნდეს. გირჩევთ, მოიხმაროთ მხოლოდ ნატურალური სუნელები.

გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელები აგრესიულ პროდუქტებს მიეკუთვნება. გარდა იმისა, რომ ასეთი სასმელი არანატურალურ საღებავებსა და დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს. მას შეუძლია მჟავიანობის დონის აწევა და მუცლის შებერილობის გამოწვევა.

რძე შეფუთვაში

რძეს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, მაგრამ ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში: რა სარგებელი მოაქვს რძის ფხვნილს, რომელსაც ხშირად იყენებენ რძის წარმოებაში? იმისათვის, რომ ფხვნილს უწინდებური იერი დაუბრუნონ, უმატებენ ნივთიერებებს, რომლებიც შაკიკს, ართრიტსა და კიბოსაც კი იწვევს.

ჩიფსი

ჩიფსების მავნებლობა დიდი ხანია, დამტკიცებულია, მაგრამ ამით სხვადასხვა სნეკების წარმოება არ შემცირებულა, პირიქით - ყოველწლიურად იზრდება. ის გემრიელია, მოხერხებული და ხელმისაწვდომი, ამიტომაც, ჩიფსის ზიანზე უბრალოდ თვალებს ხუჭავენ. ჩიფსი არომატიზატორებისა და კონსერვატების შემცველობით ნამდვილი ჩემპიონია. ეს პროდუქტი არ ფუჭდება, ცეცხლში არ იწვის და წყალში არ იძირება. მათი ხშირი მოხმარება იწვევს კანის, ღვიძლისა და სხვა პრობლემებს.

შაქრის შემცვლელები

დიაბეტით დაავადებულებისთვის დამატკბობელები და შაქრის შემცვლელები ნამდვილი ხსნაა. ეს პროდუქტი დაბალკალორიული და ხელმისაწვდომია, ამიტომაც, ძალიან პოპულარულია.

იცოდით, რომ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც რეგულარულად იღებს შაქრის შემცვლელს, უკვე ვეღარ ითვისებს ჩვეულებრივ შაქარს? გარდა ამისა, იგი აღძრავს ცხოველურ მადას და ატყუებს ორგანიზმს, რომელიც ნახშირწყლების გადამუშავების მზადტოფნაშია. ნახშირწყლები კი შაქრის შემცვლელში არ არის.


თევზი, ფრინველი და ხორცი ფერმებიდან

დღეს, შინაური ხორცი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. დიდი ფერმების ნდობა კი მათი ურიცხვი რაოდენობის გამო მცირდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ პირობებში ზრდიან მათ მდა რითი კვებავენ. ფრინველსა და ხორცს კიდევ არაუშავს - ასეა თუ ისე, გამოავლენ, თუ დანამატებით არის ნაკვები.
თევზთან მიმართებაში კი გაცილებით რთულადაა საქმე. ეს, პირველ რიგში, ფერმაში მოყვანილ ორაგულს ეხება. მას პესტიციდებითა და კანცეროგენებით ჭყიპავენ.