ყოველდღიურად ჩვენ საწამლავს მივირთმევთ! აი როგორ უნდა გაარჩიოთ ნატურალური პომიდორ გენმოდიფიცირებულისგან....

ყოველდღიურად ჩვენ საწამლავს მივირთმევთ! აი როგორ უნდა გაარჩიოთ ნატურალური პომიდორ გენმოდიფიცირებულისგან....
მომხმარებლების უკმაყოფილობის მიუხედავად უამრავი მსხვილი კორპორაცია განაგრძობს გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოება-გაყიდვას. ზოგიერთმა ქვეყანამ, რომელიც ამ პროდუქტების მოხმარების წინააღმდეგია, შემოიღო სპეციალური მარკა, რომლის დახმარებითაც მარტივადაა შესაძლებელი ნატურალური პროდუქტის განსხვავება გენმოდიფიცირებულისგან.

ჩნდება კითხვა: რატომ იქმნება საერთოდ მსგავსი პროდუქტები? საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად გენმოდიფიცირებული კულტურების მოყვანა სპეციალურად ისეთი გაჭირვებული ქვეყნების მოსახლეობის დასანაყრებლად გადაწყვიტეს, როგორიც აფრიკის ქვეყნებია. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ქვეყნებმა განაცხადეს უარი გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტზე, რადგან მათი აზრით, ეს საკვები ძალზედ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

როგორ განვასხვავოთ ნატურალური და გენმოდიფიცირებული პომიდვრები ერთმანეთისგან?

თითოეულმა მყიდვლემა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მაღაზიების თაროებზე შეძენილი პროდუქტების 40% გენმოდიფიცირებულია.

სებედნიეროდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტების გარჩევა ნატურალურისგან საკმაოდ მარტივია: ეს პროდუქტები უფრო დიდხანს ძლებს, მათ მწერები არ ეკარება და ხშირ შემთხვევაში მათთვის იდეალური ფორმაა დამახასიათებელი.

თუ თქვენ მაღაზიაში ხედავთ იდეალური ფორმის, ძალიან ლამაზ პომიდორს, უმჯობესია გვერდი აუაროთ მას. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებული პომიდორი დაჭრის დროს არ კარგავს საკუთარ ფორმას და არ იქცევა მისი წვენი.

ერთადერთი პროდუქტი, რომლის გენმოდიფიცირებაც მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს, წიწიბურაა.