თმის ცვენის სამკურნალო საშუალებები, გასაოცარი შედეგით!

თმის ცვენის სამკურნალო საშუალებები, გასაოცარი  შედეგით!
თმის ცვენა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება. თუ თქვენ გცვივათ თმა და გაწუხებთ ეს პრობლემა გაეცანით სტატიას და გაითვალისწინეთ FPAPARAZZI - ის სასარგებლო რჩევები.

ბაბუაწვერა - კოთხუჯის ძირხვნების ნარევი, თანაბარი პროპორციით ავიღოთ 6 ს/კ, დავასხათ ერთი ლიტრა წყალი. ვადუღოთ 15 - 20 წუთს, გავაციოთ, დავტოვოთ თბილ ადგილას და შევიზილოთ კვირაში ორჯერ თმისძირები. ეს საშუალება კარგად ამაგრებს და აჯანსაღებს თმას.

ჭინჭარი. თმის ცვენისას მათ გასაჯანსაღებლად კარგ საშუალებად ითვლება თავის დაბანის შემდეგ თმის ძირების შეზელვა ჭინჭრის ნაყენით, რომელიც ასე მზადდება: ჭინჭრის ხმელ ფოთლებს დავასხათ ერთი ჭიქა ქაფ - ქაფა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ერთ საათს. გაცივებული ხსნარი შევიზილოთ კვირაში 1 - 2 - ჯერ თმის ძირებზე.

სვია. სვიის გირჩების ნახარში იშვიათი საშუალებაა თმის ძირების გასამაგრლებლად. ამისათვის იღებენ სექტემბერ - ოქტომბერში შეაგროვებენ. დამწიფებამდე. 1 ს/კ სვიას ასხამენ მდუღარე წყალს, ადუღებენ 30 წთ. გაცივებულს შეიზელენ თავის კანზე.

ხახვი. იღებენ ერთ წილ კონიაკს, 4 წილ გაწურულ ხახვის წვენს, 6 წილ ბირკავას ფესვებს. მოხარშავენ ამას ყველას ერთად და შეიზელენ თავის კანზე, შემოიხვევენ პირსახოცს ორი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ იბანენ თავს. პროცედურას იტარებენ კვირაში ერთხელ.
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები