თვითონვე შევიმუშავე სამკურნალო საშუალებები, რომლებიც სახის კანს მიწყნარებს და მიშუშებს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალისათვის მეტად მნიშვნელოვანია, როგორ მდგომარეობაში აქვს სახის კანი. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად მიმზიდველად გამოიყურება ქალი და რამდენად თვითდაჯერებულად გრძნობს თავს საზოგადოებაში. ჩემთვის ეს მეტად მტკივნეული საკითხია. სახის კანი ხშირად მიღიზიანდებოდა, რადგანაც ანთებითი პროცესებისკენ მაქვს მიდრეკილება. დაინტერესებული ვარ კოსმეტოლოგიით და თვითონვე შევიმუშავე კრემის რეცეპტი, რომელიც სახის კანს მიწყნარებს და მიშუშებს.
დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ მარგარინი, გაადნეთ ცხელ წყალზე, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, გლიცერინი, კვერცხის ცილა და ქაფურის სპირტი. კარგად აურიეთ და დაასხით 1/4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ისევ აურიეთ და 3 საათით დადგით. წაისვით ყოველდღიურად დაბანილ სახეზე.
გვირილა გამონაყარისგან გიხსნით
1 ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და შეურიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა რძის შრატი. ამ ნაზავით სახე დღეში რამდენიმეჯერ გაიწმინდეთ.
დაგჭირდებათ:
- 50 გ მარგარინი
- 3 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
- 1 ჩ/კ გლიცერინი
- 2 კვერცხის ცილა
- 30 გ ქაფურის სპირტი