როგორ იქცევით საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ!

როგორ იქცევით საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ!
ჩვენ ყველანი განვსხვავდებით და ურთიერთობებსაც სხვადასხვაგვარად ვალაგებთ. ხანდახან გვიკვირს, როგორ შეგვხვდა ესა თუ ის ადამიანი ცხოვრების გზაზე. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა სქემით ვითარდება თქვენი ურთიერთობები, გაიარეთ ეს სახალისო ტესტი.

მოკუმშეთ თავიდან მუჭი, შემდეგ კი გაშალეთ ერთი თითი. აბა, რომელი თითი გაშალეთ?


თუ ცერა თითი გაშალეთ, ე.ი. პირდაპირი ადამიანი ხართ. არასოდეს სცდილობთ იეშმაკოთ, პირდაპირ ამბობთ სათქმელს. იგივე ეხება სასიყვარულო ურთიერთობებსაც. თუ ადამიანი მოგეწონათ, არ დაიწყებთ მიკიბ-მოკიბვასა და თამაშს, პირდაპირ ეტყვით საკუთარ გრძნობებზე. თუ მამაკაცი ხართ, ეს თვისება შესანიშნავია, და თუ ქალი - ცოტათი უნდა მოთოკოთ ეს მეტისმეტი

თუ საჩვენებელი თითი გაშალეთ, ე.ი. მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებსაც შეჯანჯღარება სჭირდება. ძალიანაც რომ მოგწონდეთ ადამიანი, დიდ ხანს ვერ გაბედავთ მისვლას, შორიდან დააკვირდებით. დიდი დრო გჭირდებათ, რომ ამ სიტუაციას შეეგუოთ. გაშინებთ თავგადასავლები, მაგრამ პატივს სცემთ პარტნიორის თავისუფლებას. თუ თქვენს ადამიანს იპოვით, ძლიერ ეჯაჭვებით მას.

თუ შუა თითი გაშალეთ, ნიშნავს, რომ სწრაფი და მარდი ადამიანი ხართ. გულწრფელად ვერ ხვდებით, რატომ უნდა გაწელო დრო, თუ ახლა და ამ წუთას შეიძლება გააკეთო ყველაფერი. მაგალითად, თუ შეყვარებული ხართ, სექსის გადადებას არც ფიქრობთ, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ კარგ სექსზეა მყარი ურთიერთობები დაფუძნებული.

თუ არა თითი გაშალეთ, ე.ი. სიტყვის კაცი ხართ. თუ ურთიერთობაში იმყოფებით, მისთვის ყველაფერს გააკეთებთ. მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ, ცდილობთ, რომ ორივე კარგად იყოთ. მთლიანობაში, ამ ურთიერთობაში დიდი პრობლემები არ არსებობს. თჲკი პატარა უსიამოვნება მოგივათ, დიალოგის გზით ჭრით მას.

ნეკა თითი ინფანტილიზმის სიმბოლოა. ურთიერთობასაც ამ პრინციპით აგებთ. ერთად დაფრინავთ ცაში, საკუთარ ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობთ. რეალობაში კი ზოგიერთი გარემოებები გაბრუნებთ, რომლებიც ადრე თუ გვიან ჩნდება ცხოვრებისეულ გზაზე. დადინჯდით, მაგრამ იმ უდარდელობაზეც ნუ დაივიწყებთ, რაც თქვენს სულში სუფევდა. ის არაერთხელ დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებში.