ნარცისი ხართ თუ ეგოისტი? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ საკუთარ თავზე ცოტათი მეტი!

ნარცისი ხართ თუ ეგოისტი? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ საკუთარ თავზე ცოტათი მეტი!
დაიღალეთ? გსურთ ცოტათი განიტვირთოთ? მაშინ, გაიარეთ ეს მარტივი ტესტი, დაისვენეთ და შეიტყვეთ საკუთარ თავზე ცოტათი მეტი.

შეხედეთ ნახატს. რა დაინახეთ პირველ რიგში?

თუ ვეფხვი დაინახეთ, ე.ი. ხართ ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ფიქრობთ, რომ სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო ბრუნავს და თქვენ აქ მთავარი ხართ. ერთგვარი ნარცისი-ეგოისტი ხართ, რომელიც ყველაფერში საუკეთესო უნდა იყოს.

კარგი ამბავი: არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა ასეთი მხოლოდ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე იყოთ. დანარჩენ დროს - ჩვეულებრივი ადამიანი ხართ ნორმალური თვითშეფასებით. შესაძლოა, რაღც ნეგატიურმა მოვლენამ იქონია ახლო პერიოდში თქვენზე ზეგავლენა და ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ხართ ორიენტირებული. ძალიან მალე აღადგენთ ძალებს და დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თუ სამი ქალი დაინახეთ, ე.ი. ძალიან დიდი გულის მქონე ადამიანი ხართ. შეგიძლიათ თანაგრძნობა, მხარში ამოდგომა, დახმარება. თქვენსკენ ხალხი მოიწევს, რადგან ყოველთვის ეიმედებით.

მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამით არ ისარგებლონ და თავზე არ წამოგაჯდნენ. დაიცავით ოქროს შუალედი და საკუთარ თავზეც იზრუნეთ.

თუ ერთდროულად ვეფხვი და ქალები დაინახეთ, ე.ი. ჯანსაღი თვითშეფასება გაქვთ. ეხმარებით ადამიანს, მაგრამ საკუთარ თავზეც არ ივიწყებთ. ჯანსაღი ეგოიზმი გაგაჩნიათ და თავზე არავის დაისვამთ. სინამდვილეში, ეს კარგი აღზრდის შედეგია ან საკუთარი შრომის.

თუ ამ გამოსახულებაში რაიმე სხვა დაინახეთ, ე.ი. ძალიან არაორდინალური პიროვნება ხართ. იმდენად სპონტანური, რომ თავადვე არ იცით, რას მოიმოქმედებთ მომდევნო წუთს. ძალიან კარგად გაქვთ შემოქმედებითი ურანი განვითარებული, თქვენთან არავინ მოიწყენს.