როგორ მოვზილოთ ცომი არყით? ამ მეთოდით ყველაზე ფუმფულა ღვეზელები, ორცხობილები და ბლინები გამოგივათ

როგორ მოვზილოთ ცომი არყით? ამ მეთოდით ყველაზე ფუმფულა ღვეზელები, ორცხობილები და ბლინები გამოგივათ
ცომში ცოტა არყის დამატება გამოცდილი დიასახლისების ძველი გამოცდილებაა. როგორც ირკვევა, არაყით მოზელილი ცომით, არაჩვეულებრივი ფურ-ფუნთუშეული გამოდის. მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ არყით მოზელილი ცომი ეფექტური რომ გამოვიდეს?



  1. ცომის მოზელვის შემდეგ იგი შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას ან შედგით მაცივარში.
  2. ცომში შეგიძლიათ დაამატოთ მინიმუმ 1 ჩ.კ. და მაქსიმუმ 1 ს.კ არაყი.
  3. ყველა ინგრედიენტი, რომლითაც ცოლს ზელთ, სასურველია იყოს ცივი- მინიმუმ ოთახის ტემპერატურის.
  4. შეგიძლიათ ცომისთვის სპეციალური ესენციაც მოამზადოთ - არაყი დაასხით ცედრას და ისე გამოიყენეთ ცომის მოსაზელად.
  5. არაყი დაუმატეთ სველ ინგრედიენტებს და შემდეგ დაამატეთ ფქვილი.