იები თქვენს ოთახში მთელი წლის განმავლობაში იყვავილებენ. ეს მექანიზმი ნამდვილი საოცრებაა!
მორწყვის ეს მეთოდი, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, ნამდვილი აღმოჩენაა! ასე თქვენ აღარასდროს დაგავიწყდებათ ოთახის მცენარების მორწყვა და მარტივად შეძლებთ მათ გახარებას.
საუბარი გვაქვს ფითილით მორწყვაზე. ეს მეთოდი ძალზედ პრაქტიკულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფითილით მორწყვა კარგია მხოლოდ იმ მცენარეებისთვის, რომელთაც ტენიანი და რბილი ნიადაგი უყვართ. თუ გსურთ მთელი წლის განმავლობაში თქვენს ოთახში ულამაზესი, ნაზი და სათუთი იები ყვავილობდნენ, მიმართეთ ამ საოცრად პრაქტიკულ მეთოდს.
ფითილით მორწყვა
თქვენ დაგჭირდებათ:
ინსტრუქცია:

- მინის ბოთლი;
- ჭიქა;
- სქელი ძაფი;
- მწერებისგან დამცავი ბადე.
ინსტრუქცია:
- ფრთხილად მოაჭერით მინის ბოთლს თავი. გამოჭერით პატარა ზომის კვადრატი მწერებისგან დამცავი ბადისგან და გაუკეთეთ ხვრელი შუაში.
- დაამაგრეთ სქელი ძაფი ბადეზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
- მოათავსეთ ბადე გადაჭრილ მინის ბოთლში შემდეგნაირად.
- მოათავსეთ ბოთლში მცენარე მიწასთან ერთად.
- ჩაასხით ჭიქაში მცირეოდენი წყალი და ჩადგით მასში გადაჭრილი მინის ბოთლი.
ამ გასაოცარი მეთოდის დახმარებით თქვენ აღარასდროს დაგავიწყდებათ ოთხის მცენარების მორწყვა. გაითვალისწინეთ, რომ ძაფი, რომელსაც ფითილის სახით ვიყენებთ, არ უნდა იყოს მთლიანად დამზადებული სინთეთიკისგან ან პოლიმერისგან, თუმცა ამ ორი მატერიალის არსებობა აუცილებელია, რათა ძაფი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გაიხრწნას.
როგორ მოვაჭრათ ბოთლს ყელი სწორად? დეტალური მასტერ-კლასი ჩვენს ვიდეოში: