ლაქა ტანსაცმელზე?! - არ არის პრობლემა, სამრეცხაოს თანამშრომელი გენიალურ ხრიკს გვიზიარებს
ფაქტიურად ყველა დიასახლისი აწყდება დალაქავებული ან ფერგადასული ტანსაცმელის პრობლემას. როგორც წესი ასეთ უსიამოვნო შედეგს გაუფრთხილებლობის ან უყურადღებობის გამო ვღებულობთ.
სპეციალურად FPAPARAZZI-ს რედაქციის მკითხველებისთვის კონსულტაცია გავიარეთ სამრეცხაოს გამოცდილ თანამშრომელთან. მან კი რამოდენიმე საჭირო რჩევა მოგვცა, რომელიც ამ ძალიან ცუდი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ასეთი რჩევები ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის - მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები ამ რჩევებთან დაკავშირებით და ასევე გაუზიარეთ ის თქვენს მეგბორებსაც.
სპეციალურად FPAPARAZZI-ს რედაქციის მკითხველებისთვის კონსულტაცია გავიარეთ სამრეცხაოს გამოცდილ თანამშრომელთან. მან კი რამოდენიმე საჭირო რჩევა მოგვცა, რომელიც ამ ძალიან ცუდი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
- როგორ არ დავუშვათ ტანსაცმლის დალაქავება?
უმჯობესია ასეთი შემთხვევა საერთოდ არ დაუშვათ რეცხვის დროს, ამიტომ შავი, თეთრი, ფერადი და ახალი ტანსაცმელი ცალ-ცალკე გარეცხეთ. იმისათვის, რომ ახალ სამოსზე საღებავი შენარჩუნდეს, სასურველია ის რამოდენიმე საათით კონცენტრირებულ მარილიან ხსნარში ჩაალბოთ. ამ ხრიკს შეუძლია მკვეთრი ფერების შენარჩუნება შემდგომი გარეცხვებისას. ასევე მნიშვნელოვანია სრულად შეისწავლოთ ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია. - სასწრაფიდ ხელმეორედ გარეცხეთ ტანსაცმელი
თუ გაუფრთხილებლობის გამო თქვენ მაინც შეეჯახეთ ფერგადასული ტანსაცმელი პრობლემას, სასურველია სასწრაფოდ ხელმეორედ გარეცხოთ ისინი, მანამ სანამ ტანსაცმელი ჯერ კიდევ სველია. ასევე მსგავსი ლაქების ამოსაყვანად შესანიშნავ საშუაებას წარმოადგენს ორგანული საპონი. მას სუნი რათქმუნდა უსიამოვნო აქვს, მაგრამ შედეგად ნამდვილად ღირს.
- სახლის საშუალებები
თუ საჭირო დროს ხელთ არ აღმოგაჩნდათ სპეიალური ლაქის ამომყვანი საშუალება, გამოიყენეთ ეს ძალიან სასარგებლო რჩევა... ჩაალბეთ დალაქავებული სამოსი წყალბადის ზეჟანგის, წყალის და სარეცხის ფხვნილის ხსნარში. გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალზე 2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და 1 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი.
ასევე შეგიძლიათ ტანსაცმელს ძველებური ფერი დაუბრუნოთ ამიაკით (გამოდგება თეთრი და ფერადი სამოსისთვის). მის გამოსაყენებლად 10მლ ამიაკის სპირდი შეურიეთ 5 ლიტრ წყალს. ჩაალბეთ ამ ნარევში ტანსაცმელი 1 საათით, შემდეგ კი გარეცხეთ ის.
შეღებილი ტანსაცმელის გადარჩენაში დაგეხმარებათ ლიმონის მჟავა, კარტოფილის კრახმალი და საპნის ფხვნილი. შეურიეთ ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი 1 სუფრის კოვზის ოდენობით და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და მცირეოდენ წყალი იმგვარად, რომ ფაფის მაგვარი მასა მიიღოთ. დაიტანეთ მიღებული მასა უშუალოდ დალაქავებულ ზონაზე და გააჩერეთ მომდევნო 12 საათის განმავლობაში. შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.
ასეთი რჩევები ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის - მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები ამ რჩევებთან დაკავშირებით და ასევე გაუზიარეთ ის თქვენს მეგბორებსაც.