ისწავლეთ დამოუკიდებლად მკითხაობა. რას მოგვითხრობს გულის, ჭკუის, ბედისა და ცხოვრების ხაზები?
ჰირომანტია - ერთ-ერთი უძველესი მეცნიერება, რომლის დახმარებითაც ადამიანის მომავლისა და წარსულის წაკითხვაა შესაძლებელი. ხელის გულებზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ უამრავი რამ ადამიანის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.
პირველ რიგში, დააკვირდით იმ ხელს, რომელიც დომინანტია თქვენთვის. ცაციებისთვის დომინანტი ხელი მარცხენაა, ხოლო მემარჯვენეებისთვის - მარჯვენა. ახლა თქვენ უნდა მოძებნოთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი საკუთარ ხელის გულზე. ესენია: გულის, ჭკუის, ბედისა და ცხოვრების ხაზები.
1. გულის ხაზი
მას შეუძლია გულის თითოეული საიდუმლოს გამხელა! თუ ეს ხაზი სათავეს ხელის გულის კუთხიდან იწყებს და საჩვენებელ თითამდე გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი ცხოვრებით. ხაზი, რომელიც შუა თითთან წყდება, მეტყველებს ადამიანის ეგოისტურობაზე. ასეთი ადამიანი პირადი ინტერესების გამო მზად არის, დაანგრიოს ყველაზე ახლო და სერიოზული ურთიერთობებიც კი.
თუ გულის ხაზი ჭკუის ხაზის პარალელურია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს მტკიცე ხასიათი აქვს და ის არასდროს იღებს გადაწყვეტილებას ცხელ გულზე. გულის წყვეტილი ხაზი მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე სასიყვარულო ურთიერთობებში. ბევრი შტრიხი ამ ხაზზე ნიშნავს, რომ თქვენთვის ძალიან რთულია ერთგულობის შენარჩუნება ურთიერთობაში.
2. ჭკუის ხაზი
ადამიანი, რომელსაც ჭკუის მოკლე ხაზი აქვს, მობილიზირებულია ყოველთვის ფიზიკურ შრომაზე და არასდროს ცდილობს საკუთარი მიზნის მიღწევას გონებრივი შრომით. ჭკუის გრძელი ხაზი დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის საკუთარ ლოგიკას ეყრდნობიან, უყვართ ბევრი ფიქრი, ყველაფრის ორგანიზება და ცხოვრებისეული ნაბიჯების წინასწარ გათვლა.
ტალღოვანი ხაზი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი მარტივად კარგავს კონცენტრაციას და ადვილად გადააქვს ყურადღება ერთი საქმიდან მეორეზე. თუ ჭკუის ხაზი ცხოვრების ხაზითაა გადაკვეთილი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შეუჩერებლად ეძებს თავგადასავლებსა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს.
3. ცხოვრების ხაზი
ცხოვრების ხაზის წაკითხვა უნდა დავიწყოთ მისი სათავიდან (ცერა და საჩვენებელ თითს შორის). ღრმა და ჯაჭვის ფორმის სათავე მეტყველებს, რომ ადამიანს აქვს უნარი, მიიღოს უდიდესი სიამოვნება ყველაზე უმნიშვნელო მოვლენებისგან და დეტალებისგან. ასეთი ადამიანები არასდროს უშვებენ შანსს ხელიდან და ყოველთვის შეუპოვრად იბრძვიან საკუთარი მიზნებისთვის და სურვილებისთვის.
მოკლე და ნაკლებად მკვეთრი ხაზი დამახასიათებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არ მიისწრაფვიან კარიერული წარმატებისკენ.
ცხოვრების წყვეტილი ხაზი მეტყველებს იმ რადიკალურ ცვლილებებზე, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გელით. თუ ეს ხაზი ორად იყოფა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სავსეა ძალ-ღონით და ცხოვრებისეული ენერგიით.
4. ბედის ხაზი
ბედის მკვეთრი და სწორი ხაზი დამახასიათებელია კარიერისტებისთვის. წარმატების მიღწევა სამსახურში - ამ ადამიანების პირველი და უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში. თუ ეს ხაზი ხელის გულზე სუსტადაა გამოხატული, ეს მეტყველებს, რომ ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი პროფესიით.
ბევრი შტრიხი და კვეთა ამ ხაზზე ნიშნავს, რომ ადამიანი ხშირად იცვლის საკუთარი მოღვაწეობის სფეროს. თუ ეს ხაზი ცხოვრების ხაზზე იღებს სათავეს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა ყველაფერს დამოუკიდებლად, სხვა ადამიანის დახმარების გარეშე მიაღწია.
ბედისა და ცხოვრების ხაზის გადაკვეთა მეტყველებს, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენ მოგიწევთ საკუთარი ინტერესების შეწირვა წარმატების მისაღწევად.