ეს დეკორატიული მცენარე ბევრს გექნებათ სახლში, ის არეგულირებს წნევას და შველის თავის ტკივილს!
ამინდის ცვლილებები ცუდად მოქმედებს ხანში შესულ ადამანებზე. მაგალითად, დედაჩემი ყოველთვის ცუდად გრძნობს თავს ამინდის გაუარესების, ძლიერი ქარის დროს - თავის სტკივა, წნევა უთამაშებს, ხშირად სისუსტეს გრძნობს. ნაცნობმა ექიმმა უთხრა, შენს მდგომარეობას მეტეოდამოკიდებულება ჰქვია. ამინდის ცვლილებისას ყოველთვის ასე იქნება, ამიტომ წინასწარ უნდა სვა წალმებიო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა გამოსავალი. დედამ თავად მიაგნო უკეთეს საშუალებას. ეს აღმოჩნდა როზმარინი. ჩვენში ეს მცენარე ზოგს ოთახში, ქოთანში აქვს გახარებული, ზოგსაც - ეზოში. დედას მეზობელმა გააცნო მისი სამკურნალო თვისებები. როზმარინის ჩაი მას წამლად ექცა.
ექიმის კომენტარი:
როზმარინი ლამაზი და სურნელოვანი დეკორატიული მცენარეა. დასავლეთში მას ფართოდ იყენებენ, როგორც სანელებელს. ხარობს შავიზღვისპირეთში. არის მარადმწვანე ბუჩქი, აქვს ხაზოვანი ფოთლები, მოიისფრო ან თეთრი ყვავილები. როზმარინს უყვარს სინათლე, ვერ იტანს ყინვას. ყვავილობს მარტსა და აპრილში. მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს.
როზმარინი მატონიზებელი საშუალებაა. კარგად მოქმედებს ჰიპოტენზიის, ორგანიზმის საერთო სისუსტის, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითების დროს. იყენებენ თავის ტკივილის, გაცივების, კუჭ - ნაწლავის პათოლოგიების დროს. მცენარე რეკომენდებულია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების, აგრეთვე, მიოკარდიუმის ინფარქტების დროს.
- 1 ჩ/კ გამხმარ როზმარინის წიწვს უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ჩაის დასაყენებლად ნედლი ბალახის გამოყენებაც შეგიძლიათ, ოღონდ უფრო მცირე რაოდენობით ( კოვზის წვერით ). ნაყენი დადგით ნახევარი საათი. შემდეგ კი მიიღეთ თბილ - თბილი. შეგიძლიათ სვათ ორი - სამი ჭიქა დღეში.
როზმარინის ჩაი აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ჩაის სპეციფიკური არომატი აქვს და ისეთი სასიამოვნო დასალევია, განწყობასაც კი უცვლის ადამიანს. - შეგიძლიათ დაამზადოთ ნაყენიც ამ მცენარისგან:
4 ს/კ გამხმარ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ არაყი, დადგით ორი კვირა, გაწურეთ. მიიღეთ 20 - 20 წვეთი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დღეში 2 - ჯერ, დილა - საღამოს.
როზმარინი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ადამიანი უფრო იოლად უმკლავდება წნევასა და ამინდის ცვლილებებს.