22 სასარგებლო ხრიკი, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ

22 სასარგებლო ხრიკი, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ
ეს ჩვენმა რედაქციამ 22 ხრიკს მოუყარა თავი, რომლებსაც წარმატებით გამოიყენებთ სამზარეულოში. თითოეული მათგანი დაგეხმარებათ გაუფრთხილდეთ ნერვებს, პროდუქტებს და ფულსაც კი.


სამზარეულოს ხრიკები

დაჭრილი ტორტი რომ არ გახმეს, გაჭრის ადგილებზე მიადეთ პურის ნაჭრები და დააფიქსირეთ კბილის ჩხირებით.

22 სასარგებლო ხრიკი, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ

თუ რაიმე კერძის მოსამზადებლად ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი გჭირდებათ, ნუ იჭქარებთ მის დაჭრას. უბრალოდ, გახვრიტეთ კბილის ჩხირით და გამოწურეთ საჭირო რაოდენობა.



კომბოსტოს შემოახვიეთ ქაღალდის პარკი და ისე შეინახეთ მაცივარში.



ყველი რომ არ გახმეს და არ გაფუჭდეს, არ გადაადგოთ შეფუთვის მოჭრილი ნაწილი - მისით შეახვიეთ დარჩენილი ყველი.



კვერხი მეტ ხანს გაგიძლებთ, თუ მას მაცივარში მოთავსებამდე მცენარეულ ზეთს წაუსვამთ.



ჯანჯაფილის დაჭრა რომ გაგიმარტივდეთ, გამოიყენეთ ჩაის კოვზი.



ქილაში მაიონეზის ნარჩენები შეგიძლიათ სალათის სანელებლად გამოიყენოთ - ჩაასხით ძმარი, სუნელები და ზეითუნის ზეთი.



ძმრის სუსტ ხსნარში ამოვლებული კენკრა არ დაობდება.



ხახვი და ნიორი რომ არ დაობდეს, შეინახეთ პერფორირებულ ქაღალდის პარკებში.



თუ ავოკადოს მხოლოდ ერთი ნაწილი გჭირდებათ, დარჩენილს მოაპკურეთ ვაშლის ძმარი და შეინახეთ ხახვის ნაჭრებთან.



მოათავსეთ ხახვით სავსე პარკში ვაშლი, რათა ხახვმა დიდ ხანს გაგიძლოთ.



თუ ქილაში ცოტაოდენი ნუთელა დარჩა, რომელიც ვერ ამოგაქვთ, ჩაასხით ცხელი რძე და დატკბით ცხელი შოკოლადით.



ბანანმა დიდ ხანს რომ გაგიძლოთ, შემოახვიეთ ყუნწებს სკოჩი.



მწვანილის შენახვის ხერხი: დაჭერით წვრილად და მოურიეთ ზეითუნის ზეთთან. შემდეგ ეს მასა გადაანაწილეთ ყინულის ფორმებში და შეინახეთ საყინულეში.



მანგოს, კივის და ავოკადოს გაფცქვნით ჭიქის მეშვეობით.



შეინახეთ ანანასი თავდაყირა, ამგვარად ის მალე დამწიფდება და ტკბილი გახდება.



ნიახურსა და ბროკოლის ფოლგაში თუ გაახვევთ და ასე მოათავსებთ მაცივარში, დიდ ხანს გაგიძლებთ.



თუ თხილის კარაქის ქილას თავდაყირა შეინახავთ, მისი ამოღება გაიოლდება.



ჩიფსებისა და კრეკერების გასაახლებლად, მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წუთით.


თუ არამწიფე ბანანები შეიძინეთ, მოათავსეთ რამდენიმე წუთით ცხელ აირღუმელში. ბანანი მალევე დამწიფდება.



პიცის გაცხელება ტაფაზეც შეიძლება.



თუ კვერცხის მოხარშვას აპირებთ, გახვრიტეთ საკანცელარიო სარჭით და შემდეგ მოათავსეთ ქვაბში. ამგვარად, იოლად მოაცილებთ ნაჭუჭს.