უებარი ხალხური ნაყენი, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს მეხსიერებას!

უებარი ხალხური  ნაყენი, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს მეხსიერებას!
ბებიაჩემი ყოველწლიურად სვამდა ნივრის სპირტიან ნაყენს. როგორც ამბობდა, ეს ნაყენი უებარია მეხსიერებისთვის. იგი 95 წლის გარდაიცვალა და მართლაც შესაშური მეხსიერება ჰქონდა. მას არასოდეს ჰქონია წნევა.
აი რეცეპტიც:
ინგრედიენტები:
  • 40 გრ ნიორი
  • 100 გრ სპირტი
  • პიტნის წვეთები

მომზადების და გამოყენების წესი:
40 გრამ ნიორს დაასხით 100 გრამი სპირტი. მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში. დაუმატეთ პიტნის წვეთები ( გემოსათვის ). მიიღეთ 10 წვეთი 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ექიმის კომენტარი:
ნივრის სპირტიანი ნაყენი სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ რეცეპტთა შორის არაერთგზის გვხვდება, როგორც ათეროსკლეროზული პროცესის ეფექტური დამამუხრუჭებელი საშუალება. ათეროსკლეროზი კი, არის ტვინის სკლეროზული გადაგვარების საფუძველი, აგრეთვე, ჰიპერტონიული დაავადების ( წნევის ) პათოგენეზური მექანიზმი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ნაყენი ზოგჯერ აღიზიანებს კუჭს და თუ კუჭ - ნაწლავის დაავადება გაწუხებთ, ფრთხილად უნდა მიიღოთ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი