წარმოუდგენელია: თან ვჭამთ, თან წონაში ვიკლებთ! ყოველგვარი მტანჯველი დიეტების გარეშე!

წარმოუდგენელია: თან ვჭამთ, თან წონაში ვიკლებთ! ყოველგვარი მტანჯველი დიეტების გარეშე!
ცოტა ვინმეს თუ შეუძლია, თავი შეიკავოს გემრიელობებისგან, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. როგორ მოვიქცეთ? საერთოდ არ ვჭამოთ თუ ვიპოვოთ ეფექტური გზები გახდომისკენ?

მტანჯველი დიეტების დაცვა არ დაგჭირდებათ, თუკი გახდომის ეს საიდუმლოებები იცით. ყველაზე მშვენიერი მათში კი ისაა, რომ შეგიძლია მიირთვა ის რაც გსურს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

წელის ქამარი

წარმოუდგენელია: თან ვჭამთ, თან წონაში ვიკლებთ! ყოველგვარი მტანჯველი დიეტების გარეშე!

საოცარია, მაგრამ უბრალო ქამარი მართლაც მოქმედებს. არა, ჩვენ არ გთავაზობთ შემოიკრათ კორსეტები, მაგრამ ქამარი ნამდვილად მიგანიშნებთ, როდესაც კუჭი აგევსებათ. ამ აქსესუარს ნებისმიერ სამოსს დაუმატებთ, მაგრამ თუ ქამარი არ გიხდებათ, გირჩევთ ტანსაცმლის ქვეშ შემოიკრათ წვრილი, მაგრამ მყარი ძაფი.

დარიჩინი



ეს სუნელი ხშირად ფიგურირებს გახდომის საკითხებში. იმიტომ, რომ მას ძლიერი სურბ\ნელი გააჩნია, რომელიც მადას აქვეითებს.

დაამატეთ ერთი მწიკვი დარიჩინი კეფირში და დალიეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე. ამის შემდეგ დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნება დაგეუფლებათ და ზედმეტი საკვების მიღების სურვილი გაგიქრებათ.

მწვანილი თეფშზე




დაყარეთ თეფშზე მეტი სალათის ფურცელი ან სხვა მწვანილი ისე, რომ თეფსი ცარიელი არ ჩანდეს. ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე. ამის შემდეგ კეძებს პატარა ულუფებით დააგემოვნებთ.

სუფთა კბილები



კბილების სისუფთავე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მადის აღძვრაში. საკვების ნარჩენები, რომლებიც კბილებში იჩხირება, მოქმედებს გემოს რეცეპტორებზე - კუჭის წვენი გამომუშავდება, მუცელი კი შიმშილისგან გვრემს. ასე რომ, გირჩევთ ხშირად დაღეჭოთ საღეჭი რეზინი ან გაიხეხოთ კბილები.

სუფრის მოწყობილობა (დანა-ჩანგალი)



საკვების მიღების პროცესი ავტომატურ დონეზეა მიყვანილი, და ჩვენ უკვე აღარ ვუფიქრდებით, როგორ დავიკავოთ ჩანგალი და რა სისწრაფით დავჭრათ ხორცი ფრანგულად. თუმცა, ეს წვრილმანები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოწყობილობების იოლი გამოყენება საკვების მიღების დაჩქარებასაც უწყობს ხელს. დაფიქრდით: დანაყრების პროცესის ხანგრძლივობა 20 წუთია მიუხედავად იმისა, რამდენი მიირთვით. ე.ი. მადა არ ქრება მაშინაც კი, თუ დასაშვებზე მეტი საკვები მიიღეთ.

აი აქ კი დაგვეხმარება ჩვენი განსაკუთრებული მეთოდი! უბრალოდ, შეუცვალეთ ადგილები მოწყობილობებს და თუკი ჩანგალი მარჯვენა ხელითეჭირათ, დაიკავეთ მარცხენათი, დანა კი პირიქით. მოგიწევთ იმაზე კონცენტრირება, თუ საკვების რა რაოდენობას მიირთმევთ, ასევე, შენელდება თავად პროცესი და თავს აარიდებთ ზედმეტი კერძების მირთმევას.