წონაში დაკლების ყველაზე მარტივი ხერხი! საკმარისია, საკვების სწორად დაღეჭვა ისწავლოთ...

წონაში დაკლების ყველაზე მარტივი ხერხი! საკმარისია, საკვების სწორად დაღეჭვა ისწავლოთ...
არსებობს საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ არამხოლოდ დაიკლოთ წონაში, არამედ, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ხალგრძლივად და გულდასმით დაღეჭოთ საკვები. შეიძლება ეს სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ლოგიკურადაა. თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, 3 თვეში ყოველგვარი დიეტების გარეშე 10 ზედმეტ კილოგრამს მოიცილებთ.

როდესაც ხანგრძლივად ღეჭავ საჭმელს, მალე ნაყრდები. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებას.

როგორ დავღეჭოთ საჭმელი სწორად

საკვების საგულდაგულოდ ღეჭვა რაციონის კალორიულობას ამცირებს

ნაკლები საკვები დაგჭირდებათ შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად და ნაკლებ კალორიას მიიღებთ. ეს გახლავთ მარტივი სქემა იმისთვის, რომ ყოველგვარი შეღუდვების გარეშე დაიკლოთ წონაში.

კარგად დაღეჭილი მცენარეული წარმოშობის საკვები გაცილებით გემრიელია

რაც უფრო მეტ ხანს ღეჭავთ, მით უფრო მდიდარია გემო. როცა სწრაფად ჭამ, პროდუქტების გემოს ვერ იგებ.

დიდხანს დაღეჭილ საკვებს ორგანიზმი უკეთ ითვისებს

საკვების მონელების პროცესი გაგიადვილდებათ და ჭამის მერე სიმძიმეს არასოდეს იგრძნობთ, თუკი საგულდაგულოდ დაღეჭავთ. კარგად ათვისებული პროდუქტები შეგმატებთ ენერგიას და სასარგებლო ნივთიერებებს.

უკვე 1 კვირის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ

სწორად დაღეჭილი საკვები - კუჭის ნებისმიერი პრობლემის, გასტრიტისა და კოლიტის პროფილაქტიკა გახლავთ. კუჭს ეხსნება დატვირთვა, ასევე აღადგენთ ორგანიზმს. დაღლილობის შეგრძნება აღარ შეგაწუხებთ.