დაამზადეთ ჰაერის გამაგრილებელი საკუთარი ხელებით და დატკბით სასიამოვნო სურნელით

დაამზადეთ ჰაერის გამაგრილებელი საკუთარი ხელებით და დატკბით სასიამოვნო სურნელით
როდესაც ნებისმიერ ციტრუსს ფცქვნით, ოთახში უმალვე სასიამოვნო სურნელი იფრქვევა. სამწუხაროა, რომ არომატი მალევე ქრება, არადა რა კარგია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა...

მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ხრიკი, თუ როგორ მოვაცილოთ სამზარეულოდან უსიამოვნო სუნი, ამაში კი ციტრუსი (ჩვენს შემთხვევაში ლიმონი) დაგვეხმარება.



ლიმონის არომატიზატორი

უბრალოდ აიღეთ ლიმონი და დაჭერით ჯვარედინად, ნუ დააზიანებთ კანს. შემდეგ მოაყარეთ ბლომად მარილი ან სოდა - მზადაა!



შეგიძიათ ეს თვითნაკეთი არომატიზატორი მოათავსოთ სამზარეულოში, ოთახში ან მაცივარშიც კი.

დაამზადეთ ჰაერის გამაგრილებელი საკუთარი ხელებით და დატკბით სასიამოვნო სურნელით

ლიმონი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიალური თვისებებით, სასიამოვნო სურნელი კი მისი ერთადერთი ღირსება როდია. ლიმონის წვენში გარეული თხევადი საპონი შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა სამზარეულოს კარადებისთვის და მაცივრისთვის. ლიმონის მჟავა კი გააპრიალებს ნებისმიერ ზედაპირს.