ბრინჯის ნიღაბი სახისთვის: ტაილანდური სუპერ რეცეპტი
შინაური ნიღბებისგან მიღებული ეფექტი შესამჩნევირამდენიმე პროცედურის შემდეგ ხდება, არადა, ხანდახან თავის მოწესრიგება სასწრაფოდ გვჭირდება. დაგავიწყდათ კოსმეტოლოგთან ჩაწერა? ნუ დაღონდებით, ჩვენ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, როგორ დავატენიანოთ კანი სწრაფად, გავხადოთ ხავერდოვანი და სასარგებლო ნივთიერებები შევძინოთ მას.
ამ ნიღაბს უკვე დიდი ხანია, ტაილანდურ SPA-სალონებში იყენებენ. საოცარია, რომ შეგიძლია თავი გაანებივრო სასიამოვნო პროცედურით, რომელშიც ხელმისაწვდომ ინგრედიენტებს იყენებ და არავითარი ქიმია!
სახის ტაილანდური ნიღაბი
ეს შესანიშნავი ნიღაბი 15 წუთში მოგიხსნით დაღლილობას მძიმე სამუშაო დღის შემდეგ და მოგაცილებთ უძილო ღამის კვალს. მისი წყალობით მაკიაჟი თანაბრად დაჯდება და ჩაცხრება ანთებები.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
1. ცალცალკე დაფქვით თხილი, ბრინჯი და შვრიის ფანტელი.
2. ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ.
3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი სქელი არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე.
4. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით, ბოლოს წაისვით დამატენიანებელი საცხი.
თუ კანი ძალიან მშრალი გაქვთ, შეგიძლიათ ბანანი შეცვალოთ ნაღებით ან ცხიმიანი რძით, მაგრამ სწორედ ეს ხილი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნიღბის შემადგენლობაში: იგი შეიცავს თუთიას, რკინასა და მაგნიუმს, ასევე, ვიტამინების რიგ კომპლექსს.
ბრინჯი - ერთგვარი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის ახალგაზრდობის შესარჩუნებაში გვეხმარება. შვრია აქერცლილ კანს მოგვაცილებს, ნიგოზი კი ბუნებრივი სკრაბი გახლავთ.
უკვე პირველივე გამოყენებისას იგრძნობთ სხვაობას, მეტი ეფექტისთვის კი გირჩევთ, გამოიყენოთ ეს ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ.

- 1 ს.კ. ბრინჯი
- 1 ს.კ. შვრიის ფანტელი
- 3-4 ნიგვზის ლებანი
- 0,5 ბანანი