ცეცხლოვანი წითელი ფერის ტანსაცმელი: 2017 წლის თვალისმომჭრელი მოდა
ახალ წელს თავისი კორექტივები შემოაქვს მოდის ინდუსტრიაში. როგორც ცნობილია, 2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელია, ეს კი ნიშნავს, რომ წითელი იდეალურად ეწერება ნებისმიერი გოგონას გარდერობში. უამრავი ქალი მიიჩნევს, რომ წითელი ფერი არ უხდება. ეს ასე არ არის! თუ გსურთ ეს ფერი ატაროთ, საკმარისია წითელი ჩანთა ან ფეხსაცმელი შეიძინოთ. თავავად იარეთ ქუჩებში ამ ფერით, რადგან სწორედ წითელი სძენს თავდაჯერებულობას.