8 ტუჩსაცხი ფერმკრთალი ქალბატონებისთვის

8 ტუჩსაცხი ფერმკრთალი ქალბატონებისთვის
როგორი ფერის ტუჩსაცხი შეიძლება გამოვიყენოთ, თუ თეთრი, ფერმკრთალი კანი გვაქვს? როგორც აღმოჩნდა, არჩევანი საკმაოდ დიდია, დაწყებული ბუნებრივი სისადავით, დამთავრებული მკვეთრი და კაშკაშა ფერების ფეიერვერკით. წარმოგიდგენთ 8 მათგანც საყოველთაოდ ცნობილი ვარსკვლავების თანხლებით.

  1. კაშკაშა ვარდისფერი
    კაშკაშა ვარდისფერი
    კაშკაშა ვარდისფერი

    ეს ფერი ძალიან უხდებათ ემა სტოუნისნაირ ფერმკრთალ გოგონებს.


  2. კლასიკური - კაშკაშა წითელი
    კლასიკური - კაშკაშა წითელი
    კლასიკური - კაშკაშა წითელი

    ამგვარ ტუჩსაცხს აუცილებლად სწორი აქსესუარები უნდა შევუხამოთ, სხვა შემთხვევაში უბრალოდ ასაკს მოგვიმატებს. ტეილორ სვიფტს ძალიან უყვარს ეს ფერი.


  3. მუქი წითელი - ქალი ვამპი
    მუქი წითელი - ქალი ვამპი
    მუქი წითელი - ქალი ვამპი

    ეს ფერი არაჩვეულებრივად სექსუალურია. განსაკუთრებით კი ისეთ ლამაზ თვალებთან კომბინაციაში, როგორიც ამბერ ჰერდს აქვს.


  4. მუდმივი საზაფხულო განწყობა - ნარინჯისფერი ტუჩსაცხი
    მუდმივი საზაფხულო განწყობა - ნარინჯისფერი ტუჩსაცხი
    მუდმივი საზაფხულო განწყობა - ნარინჯისფერი ტუჩსაცხი

    სტაფილოსფერი საიცრებებს ახდენს ისეთ ღია ფერის კანზე, როგორიც კარა დელევინს აქვს, განსაკუთრებით ეფექტური კი ზაფხულობითაა.


  5. ომბრე და ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი
    ომბრე და ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი
    ომბრე და ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი

    წაბლისფერი ომბრე+ღია ვარდისფერი ტუჩები? რატომაც არა! თითქოს უცნაური შეხამებაა, მაგრამ ნახეთ, როგორ მშვენივრად შეუხამა ერთმანეთს ჯესიკა ბილმა.


  6. ახალი ჰიტი - ნარინჯისფერი წითელი
    ახალი ჰიტი - ნარინჯისფერი წითელი
    ახალი ჰიტი - ნარინჯისფერი წითელი

    ტეილორ შილინგზე ეს ფერი არაჩვეულებრივად ერწყმის მის სტილს, რომელიც ერთდროულად კაშკაშა, ძალდაუტანებელი და თავდაჯერებულია.


  7. ნუდი - მშვენიერი სისადავე
    ნუდი - მშვენიერი სისადავე
    ნუდი - მშვენიერი სისადავე

    ემი ადამსი არაჩვეულებრივად იხდენს ნუდ ტუჩსაცხებს, მიუხედავად სიფერმკრთალისა.


  8. ყველაზე მკვეთრი - ქლიავისფერი
    ყველაზე მკვეთრი - ქლიავისფერი
    ყველაზე მკვეთრი - ქლიავისფერი

    როდესაც მკვეთრ ტუჩსაცხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მომღერალი ლორდე. ქლიავისფერი ტუჩები ძალიან კარგად ეხამება მის იდუმალ ენერგეტიკას.