მიირთვით ეს 3 პროდუქტი, რათა გაიჯანსაღოთ ძვლები, სახსრები და თავიდან აირიდოთ ოსტეოპოროზი.

მიირთვით ეს 3 პროდუქტი, რათა გაიჯანსაღოთ ძვლები, სახსრები და თავიდან აირიდოთ ოსტეოპოროზი.
ეს პროდუქები, რომელთა შესახებ დღევანდელ ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ, ძვლოვანი სისტემისა და სახსრების ჯანმრთელობის საწინდარია.

ბროკოლი, სეზამის თესლი და ბანანი - 3 პროდუქტი, რომელიც უძლიერესი იარაღია ოსტეპოროზის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ გსურთ გქონდეთ ჯანსაღი, ძლიერი ძვლები და არასდროს შეგაწუხოთ სახსრების ტკივილმა, აუცილებლად ჩაამატეთ ეს სამი პროდუქტი საკუთარ კვების რაციონში. გარდა ამისა, ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულარულად საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა, განსაკუთრებით კი მოზარდობის ასაკში, როდესაც ჩვენი ძვლები განაგრძობს ზრდას.


ბროკოლი

ბროკოლი მიეკუთვნება მწვანე ბოსტნეულის ჯგუფს, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, განსაკუთრებით კი კალციუმით. თქვენ ეს ბოსტნეული უნდა მოამზადოთ რაც შეიძლება სწრაფად: 5-6 წუთის განმავლობაში ხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში.

სეზამის თესლი და ზეთი

სეზამის თესლი რუტინით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. სეზამის თესლი და ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, მანგანუმს, მაგნიუმსა და გოგირდს. თითოეული ეს მინერალი ძალზედ მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი სეზამის დაფქული თესლი 50 მლ კეფირში და დატოვეთ მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე მიირთვით ის მშიერ კუჭზე.

მიირთვით დიდი რაოდენობით მწიფე ბანანი

ბანანი კალიუმით, მანგანუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტია.

გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი ამ ნატურალური პროდუქტებით, რათა თავიდან აირიდოთ ან გადაჭრათ ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები. გისურვებთ ჯანმრთელობას!