მიენდეთ პროფესიონალებს! სილამაზის 5 პროცედურა შინაურ პირობებში, რომლებიც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს

მიენდეთ პროფესიონალებს! სილამაზის 5 პროცედურა შინაურ პირობებში, რომლებიც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს
ყველა ქალი ცდილობს, ყურადღება მიაქციოს გარეგნობას. ზოგი რეგულარულად სტუმრობს სილამაზის სალონებს და მზად არის, დიდი თანხა დახარჯოს, ზოგი კი შინაურ პირობებში მოვლას ამჯობინებს და ყველაზე რთულ სამუშაოს სალონებს ანდობს. და ეს სწორიცაა! ყველა პროცედურის შინ, დამოუკიდებლად ჩატარება მოიცავს რისკს. ერთხელ საშინელი შედეგის მიღების მერე, ვცდილობთ, არ გავიმეოროთ შეცდომა და მივმართოთ პროფესიონალებს. და საერთოდ, უმჯობესია, ექსპერიმენტებს ვერიდოთ. ჩვენს დღევანდელ სტატიაში თავი მოვუყარეთ პროცედურებს, რომლების ჩატარება შინაურ პირობებში რეკომენდირებული არ არის.

1. კუტიკულის მოჭრა



თითქოსდა, ძალიან იოლი რამაა - მოიჭრა კუტიკულა. სინამდვილეში კი, ეს ის პროცედურა არ არის, რომელიც დამოუკიდებლად უნდა ჩაიტაროთ. საამისოდ გარკვეულ ტექნიკას უნდა ფლობდეთ, რაღა კანი მოჭრის შემდეგ საშინლად არ გაიზარდოს. გარდა ამისა, არასწორად მოჭრილი კუტიკულა ფრჩხილის ხარისხზეც აისახება.

2. სახის გაწმენდა ელექტრო ჯაგრისით



კანის გამწმენდი ელექტრო ჯაგრისები ბოლო დროს ძალიან პოპულარულია. მაგრამ მოსალოდნელი ეფექტი შესაძოა, ისეთი არ იყოს, როგორიც გსურთ. საქმე იმაშია, რომ, თუ კანზე გამონაყარი ან ანთებაა, ამ პრობლემური ადგილების გაწმენდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არსებობს უდიდესი რისკი, გაავრცელოთ ეს ”საშინელება” მთელ სახეზე, და უკვე შემდგომ მიმართოთ კოსმეტოლოგს დასახმარებლად. გახსოვდეთ: ჯაფრისთან სიფრთხილე გმართებთ, პრობლემურ კანს ის არ უხდება.

3. თმის გაღიავება


მიენდეთ პროფესიონალებს! სილამაზის 5 პროცედურა შინაურ პირობებში, რომლებიც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს

მაშ ასე. დადგა მომენტი, როცა გადაწყვიტეთ, გახდეთ ქერა. შინ, დამოუკიდებლად. შეიძინეთ გამაღიავებელი, წაიკითხეთ ინსტრუქცია. და აქ რომ შეჩერდეთ, სადმე შეინახოთ საღებავი და სალონში ჩაეწეროთ, კარგი იქნება. მაგრამ არა! შედეგზე ყველასათვის კარგად არის ცნობილი: დამწვარი ყვითელი თმა, ისტერიკა, ქუდების გადარჩევა მაღაზიაში, ახალი, მუქი საღებავის შეძენა, რათა ეს საშინელება როგორმე დავფაროთ.

4. პილინგი




პილინგი შინაურ პირობებში - ძალიან სარისკო საქმეა, და ამის შესახებ ნებისმიერი კოსმეტოლოგი გეტყვით. საქმე იმაშია, რომ ეს პროცედურა - მუდამ ქიმიური ზემოქმედებაა, და შემადგენლობის შერჩევის დროს დიდი სიფრთხილე გმართებთ. დარწმუნებული ხართ, რომ გამოგივათ? არასწორი პინინგის შედეგები შესაძლოა კანის სიწითლე, აქერცვლა და დამწვრობაც კი გახდეს.

5. ნატურალური ნიღბები




მარწყვის, არაჟნის, ალუბლის, თაფლის, შვრიის და სხვ. ნიღბები... რაც სამზარეულოში ვიპოვეთ, ის წავისვით კანზე. სანამ ნატურალურ ნიღაბს წაისვამთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია, სხვა შემთხვევაში, განახლებული კანის ნაცვლად მიიღებთ შეშუპებულს.