უბრალო სასმელი, რომელიც შლის და გამოდევნის კენჭებს თირკმელებიდან. არ გამოტოვოთ!

უბრალო სასმელი, რომელიც შლის და გამოდევნის კენჭებს თირკმელებიდან. არ გამოტოვოთ!
თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა აბები სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარა, უმნიშვნელო პრობლემების დროსაც კი ჩვენ დაუყონებლივ აფთიაქს ვსტუმრობთ და ვყიდულობთ სხვადასხვა პრეპარატებს. სწორედ ამიტომ, მედიკამენტებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ჩვენს თირკმელებზე და ღვიძლზე. მსგავსი აბებისთვის, რომელთა მოხმარება ჩვენთვის ნორმად იქცა, დამახასიათებელია გვერდითი მოვლენები. ამ დროს ყველაზე მეტად ჩვენი თირკმელები ზიანდება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია სამედიცინო პრეპარატების მიღების შეზღუდვა და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. გირჩევთ, ყურადღება ნატურალურ, ჩვენი ჯანმრთელობისთვის 100%-ით უსაპრთხო საშუალებეზე გაამახვილოთ.

სამკურნალო ძალა, რომელიც სხვადასხვა მცენარეებში იმალება, მოუტანს წარმოუდგენლად დიდ სარგებელს თქვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობას.

გთავაზობთ გასაოცარი სასმელის დამზადების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თირკმელების გაწმენდაში, კენჭების დაშლაში და მათ გამოდევნაში.



თირკმელებში კენჭების ფორმირობის დროს ირღვევა შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციონირება. როდესაც კენჭი უშუალოდ შარდგამომყოფ სისტემაში გაივლის, თავს იჩენს წარმოუდგენლად ძლიერი ტკივილი, რომლის ატანაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება შარდკენჭოვანი დაავადებებისკენ, გირჩევთ პროფილაქტიკისთვის მიიღოთ ეს საშუალება.

ინგრედიენტები:
  • 270 მლ ნეკერჩხლის სიროფი;
  • 270 მლ ზეითუნის ზეთი;
  • 1 ლიმონი;
  • 300 გრამი ოხრახუშის ფესვი;
  • 270 მლ თაფლი.

მომზადება:

მოათავსეთ ლიმონი (თავის კანთან ერთად), ოხრახუშის ფესვები, ზეითუნის ზეთი, თაფლი და ნეკერჩხლის სიროფი ბლენდერში. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა უნდა გადაიტანოთ მინის ჭურჭელში და შეინახოთ მაცივარში.

ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. დღის განმავლობაში თქვენ უნდა მიირთვათ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.