გამოიყენეთ ეს საშუალებები და ტარაკნების არსებობა სამუდამოდ დაგავიწყდებათ!

გამოიყენეთ ეს საშუალებები და ტარაკნების არსებობა სამუდამოდ დაგავიწყდებათ!
ტარაკანები ( ფურნის ჭია ) შავი ხოჭოებია, მათ უყვართ ღუმელის ქვეშ თავმოყრა. მრვალდებიან ძალზე სწრაფად. აფთიაქებში და ქიმიკატებით მოვაჭრე მაღაზიებში იყიდება სპეციალური ფხვნილი, რომელიც მათ სპობს. ტარაკნების დაბუდების და მის ახლომახლო ადგილებში უნდა ჩავყაროთ ეს ფხვნილი, უმჯობესია, თუ მოვახერხებთ ამ ფხვნილის საბერველით ჩაყრას. კარგი საშუალებაა დუსტი.

მეორე საშუალება რომლის დამზადებას ჩვენითაც შევძლებთ ასეთია:
დაგვჭირდება:
  • 200 გრ ბორაკი
  • 100 გრ მუხუდოს ფქვილი
  • 50 გრ შაქრის ფხვნილი

დამზადების წესი:
სამივე ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში კარგად და მოაყარეთ ტარაკნების სამყოფელ ადგილებში.

მესამე საშუალება:
ტარაკნების სამყოფელ ადგილებში დავდგათ ტაშტები ან ჯამები საპნიანი წყლით. მეორე დილით რამდენიმე ათეული დახოცილი ტარაკანა იქნება თითო ტაშტში.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი