როგოორ გავთავისუფლდეთ ტარაკნებისაგან? დაივიწყეთ უსიამოვნო ბინადრები ხანმოკლე დროში

როგოორ გავთავისუფლდეთ ტარაკნებისაგან? დაივიწყეთ უსიამოვნო ბინადრები ხანმოკლე დროში
თუ სახლში ერთ ტარაკანს მაინც შენიშნავთ, აუცილებლად მათ ჯარს უნდა მოელოდოთ! მათ ხომ ნებისმიერ პირობებში და ადგილას შეუძლიათ არსებობა, ამიტომ, რაც უფრო დროულად დაიწყებთ მათ განადგურებაზე ზრუნვას, მით უფრო ხანმოკლე პერიოდში აიცილებთ თავიდან პარაზიტების შემოტევას.

ძირითადად, ტარაკნების გასანადგურებლად ქიმიურ მეთოდებს მიმართავენ, თუმცა პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები არა მარტო ტარაკნებისთვის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისათვისაც საშიშ ნივთიერებებს შეიცავს!

გაგაცნობთ ერთ უსაფრთხო მეთოდს, რომელიც 3-4 კვირაში გაგათავისუფლლებთ ამ არასასიამოვნო ბინადრებისაგან. მართალია 3-4 კვირა უმოკლესი დრო არ არის, მაგრამ ეს მეთოდი ეფექტური და 100%-ით უსაფრთხოა, რადგანაც პესტიციდების გამოყენება არ დაგჭირდებათ!

ინგრედიენტები:
  • 30-50 გ ბორის მჟავა;
  • კვერცხის გულის ფხვნილი;
  • რეზინის ხელთათმანები;

სანამ იმოქმედებთ, დარწმუნდით, რომ სახლის კუთხე-კუნჭულებში არანაირი საკვები ნივთიერების ნამცეცები არ ყრია. წამოიცვით რეზინის ხელთათმანები და მომზადებული პუდრისაგან შეკარით პატარა ბურთულები. სულ რაღაც ერთ საათში ეს ბურთულები გაშრება და შემდეგ განათავსეთ ისინი ყველგან, სადაც კი შეგხვედრიათ ტარაკანები. წამალს ხელუხლებლად ტოვებთ 3-4 კვირის განმავლობაში.

მოცემულ ვიდეოში გაეცნობით პარაზიტებთან ბრძოლის კიდევ რამდენიმე მეთოდს: