ეს 13 პროდუქტი თქვენი ახალგაზრდობისა და სილამაზის პირველი მტერია!

ეს 13 პროდუქტი თქვენი ახალგაზრდობისა და სილამაზის პირველი მტერია!
ჯანსაღი კვების რაციონი დაგიცავთ ყველაფრისგან! საკმარისია შეზღუდოთ საკუთარი თავი გარკვეული მავნე პროდუქტებისაგან და საკუთარ თავს უკეთესობისაკენ ცვლილებებსაც უმალვე შეატყობთ. გაითვალისწინეთ რჩევები და ცხოვრებასაც გაიადვილებთ!

საშიში პროდუქტები:

რა უნდა შეზღუდოთ:

მარილი

მარილი - გემოს რეცექტორების სატყუარა. მისი მოხმარებისას, გაცილებით მეტ საკვებს ღებულობთ, ვიდრე ამის მოთხოვნა გაქვთ! მარილი იწვევს სიმსუქნეს და აბერებს! შეცვალეთ მარილი ხმელი მწვანილით, სანელებლებით, ნივრით, ორეგანოთი, სოიოს სოუსით, ლიმონის წვენით... სცადეთ მარილის ჩანაცვლება, იქნებ და მოგეწონოთ კიდევაც!



შაქარი

შაქარი ძვლების მტერია, აფუჭებს კანს და აუარესებს თმის ხარისხს. მისი ორგანიზმში მოხვედრისას, ძვლებში კალცის დონე კლებულობს და ბევრი სასარგებო მიკროელემენტები გამოაქვს ორგანიზმიდან!

შეცვალეთ შაქარი ნატურალური თაფლით, ჩირით, მიირთვით თხილეული - ტბილის მოთხოვნას დაგიკმაყოფილებთ. ნუ გაცვლით სილამაზეს შაქარში!



ალკოჰოლი

ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს ორგანიზმში. იწვევს С ვიტამინის დეფიციტს და აბერებს კანს! დროა უარი თქვათ ყველა სახის სპირტიან სასმელზე!



საფუარზე დამზადებული პური

იწვევს ჭარბ-წონას და პროვოცირებას ახდენს სოკოვან დაავადებებზე. შეეცადეთ მარაზიაში გამომცხვარ პურს მოერიდოთ და სახლში დაამზადოთ. სასურველია ცხობისას არ გამოიყენოთ საფუარი.



ყავა

იწვევს გაუწყლოებას, აფერხებს თირკმელების მუშაობას, იწვევს თვალის ქუთუთოების შეშუპებას - არა სწორია, როდესაც დილას ყავას გამოსაფხიზლებლად მიირთმევენ.

ჩაანაცვლეთ ყავა ვარდაკაჭაჭათი (ციკორია). გამოსაფხიზლებლად კი მიირთვით ლიმონის ჩირი, რომელიც წნევასაც აწევს. ლიმონი ბუნებრივი სტიმულატორია.



ჩაი

ჩაიც არანაკლებად იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. მუქი ჩაი საკმაოდ მავნებელია საჭმლის მომნელებელი სისტეისათვისაც. უმჯობესია მიირთვათ ბალახეულის ჩაი ან ჩირით დამზადებული ნაყენი. კარგია წყალში გარეული ლიმონი და თაფლი!



ცხიმები

მარგარინი, სპრედი, მცენარეული ცხიმი - თითქმის ყველა საკვებ ნივთიერებაშია: მაიონეზში, ორცხობილებში, ნამცხვრებში ... ნივთიერებატაცვლის პირველი მტერია! გამოიყენეთ სახლში დამზადებული ნაღების კარაქი.



წითელი ხორცი

მაღაზიაში შეძენილი ნებისმიერი სახის ხორცი, ზომიერი რაოდენობით უნდა მიირთვათ. საკმაოდ მზიმედ მოსანელებელი პროდუქტია. ღვიძლს საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება ხორცის გადასამუშავებლად. უმჯობესია ხორცის ბაზარში შეძენა, მხედველობაშია ისეთი სახის პროდუქტი რომელიც არ შეიცავს ჰორმონებს და არის ნატურალური.



ძმარი

თირკმელების მტერია! საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევს ორგანიზმში. მწვადის მარინადი, რომელიც ძმრითაა დამზადებული, სოკო ძმრით ანდა სულაც დამარილებული საკვები - ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისათვის.

ნუ გამოიყენებთ ძმარს მარინადდების მოსამზადებლად. თუ მაინცა და მაინც ვერ ელევით, გამოიყენეთ ვაშლის ძმარი.



კარტოფილი

სუფთა სახის სახამებელია, განსაკუთრებით კი შემწვარი, გახლავთ - სახამებელი, მარილი და ცხიმი! რატომ არ უნდა მიირთვათ კარტოფილი? - გაიხსენეთ, მისი მიღების შემდეგ როგორ გწყურდებათ? - ამას სახამებელი იწვევს!

რა უნდა ქნათ? შეზღუდეთ კარტოფილის მიღება. თუ მაინცა და მაინც სულმა წაგძლიათ, მოამზადეთ ორთქლზე.



ფასტ ფუდი

ეს არის შხამი! მარილის, შაქრის და უამრავი სხვა მავნებელი ნივთიერებების გროვაა. ეს არამარტო კანის გამოშრობას და დაბერებას, არამედ უამრავი სხვა დაავადებების გამომწვევია. იწვევს სერიოზულ ჰორმონალურ დარღვევებს! მოამზადეთ ყველაფერი სახლში გაცილებით სუფთა პროდუქტის გამოყენებით.



გაზიანი სასმელები

შაქრის უზომო რაოდენობა, საღებავი, არასაჭირო კალორიები: ყველაფერი უარყოითად აისახება ღვიძლზე და ყველა სხვა ორგანოზე. შეცვალეთ ეს სასმელი კომპოტებით, ფრეშით, წყალში გარეული ლიმონისა დათაფლის ნაყენით!



შებოლილი პროდუქტი

ხელოვნური არომატიზატორები ღვიძლის პირველი მტერია. ასევე უარყოფიტად მოქმედებს კანზე. ეცადეთ არასოდეს გამოიყენოთ ეს პროდუქტი.



ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი, მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის! შეცვალეთ თქვენი კვების რაციონი და იქნებით ჯანმრთელი.