ასე მიცავდა ბებია საშინელი ვირუსებისგან. საუკეთესო საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად!

ასე მიცავდა ბებია საშინელი ვირუსებისგან. საუკეთესო საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად!
თუ გსურთ დაიცვათ თქვენი პატარა ან სულაც საკუთარი თავი საშინელი ვირუსებისგან, აუცილებლად იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. სულაც არ არის აუცილებელი აფთიაქში წასვლა და სპეციალური პრეპარატების შეძენა, რადგან არსებობს ერთი წარმოუდგენლად ეფექტური საშუალება, რომელიც ორგანიზმის თავდაცვით ძალებს რამდენჯერმე ამაღლებს. გოგრა - უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყაროა.

გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და რკინას. ეს პროდუქტი გვეხმარება სისხლძარღვების კედლების გამაგრებაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებბის გაუმჯობესებაში, უძილობის დამარცხებაში და ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიის ამაღლებაში. თუ თქვენ გოგრის, ლიმონის, ლაიმის, ჯანჯაფილისა და თაფლის ნარევს დაამზადებთ, მიიღებთ უძლიერეს იმუნომასტიმულირებელ საშუალებას, რომლის აამაღლებს თქვენი და თქვენი შვილების ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

ინგრედიენტები:
  • 150 გრამი თაფლი;
  • 300 გრამი გოგრა;
  • 1 ლაიმი;
  • 1 ლიმონი;
  • ჯანჯაფილის საშუალო ზომის ფესვი (5-7 სმ);
  • 150 გრამი ყავისფერი შაქარი.


მომზადების ინსტრუქცია:

  1. დათუთქეთ ლიმონი და ლაიმი (მოათავსეთ ცხელ წყალში რამდენიმე წუთით), რათა მოაშოროთ მათ ზედმეტი სიმჟავე.

  2. გაასუფთავეთ გოგრა (მოუხარშავი) და ჯანჯაფილი კანისგან. დაჭერით პატარა კუბიკებად.

  3. მოათავსეთ ეს ინგრედიენტები ბლენდერში, ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი და ყავისფერი შაქარი. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  4. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.


მიღების წესი:

იმუნიტეტის ასამაღლებლად და სხვადასხვა დაავადებებისგან თავის დასაცავად მიირთვით ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თუ თქვენ არ ხართ ალერგიული ჩამოთვლილი ინგრედიენტების მიმართ, შეუდექით ამ საშუალების მიღებას დღეიდანვე. თქვენ საიმედოდ იქნებით დაცულები გრიპისგან, გაციებისგან, ვირუსული ინფექციებისგან და ა.შ. გარდა იმუნიტეტის ამაღლებისა, როგორც სტატის დასაწყისში ვახსენეთ, ამ საშუალებას წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.