მეტად იოლი და ხელმისაწვდომი საშუალებები ქერტლის მოსაცილებლად.
თმის მკურნალობის საშუალება მრავალი არსებობს, მაგრამ ჩვენ აქ ჩამოვთვლით მხოლოდ რამდენიმეს, რომლებიც უკვე ნაცადია და კარგი შედეგიც მოაქვს, ამავე დროს მეტად იოლი და ხელმისაწვდომი მასალისგან მზადდება.
რეკომენდაციები ქერტლის მოსაცილებლად
რეკომენდაციები ქერტლის მოსაცილებლად
- ცხიმოვანი თმები საჭიროა დაიბანოთ ნორმალურზე ხშირად. დასაბანი წყალი აუცილებლად უნდა იყოს რბილი და შეზავებული დაგადასავლებად 1 ს/კ ძმარი 1ლ წყალზე.
- თუ თმები ხდება ცხიმიანი დაბანიდან უკვე 2 - 3 დღის შემდეგ. რეკომენდებულია დაბანა კვირაში მხოლოდ ერთხელ, მაგრამ დღეგამოშვებით თავის კანის შეზელვა ბორის მჟავის 5 % - იან ხსნარში დასველებული ბამბის ნაჭერით, მხოლოდ ამ ხსნარს უნდა დაემატოს 1 მეათედი ნაწილი ლიმონის წვენი და ამდენივე სპირტი.
- თმების ცხიმიანობას ამცირებს 3 გრ ტანინის, 1 გრ ქინაქინის და 100 მლ არაყის ნარევის შეზელვა.
- ქერტლს შესანიშნავად აშორებს მაწონი. უნდა შეიზილოთ თმაში და ასე უნდა დარჩეს ნახევარი საათი. რაც უფრო ძველი იქნება მაწონი, მით უკეთესი.
- თუ ძალიან ბევრი ქერტლი ქავთ, თავი ყოველდღე უნდა დაიბანოთ კუპრის საპნით და თავის კანზე ყოველ ღამე უნდა წაისვათ ვაზელინი, თან გაიკეთეთ მასაჟი.