4 უმარტივესი და ყველაზე ეფექტური მეთოდი ქერტლის სამუდამოდ მოსაშორებლად.

4 უმარტივესი და ყველაზე ეფექტური მეთოდი ქერტლის სამუდამოდ მოსაშორებლად.
გაწუხებთ ქერტლი? მიმართავთ საკმაოდ ძვირადღირებულ საშუალებებს ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა უშედეგოდ? "Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით რამდენიმე ნატურალურ მეთოდს, რომელიც ქერტლს რამდენიმე გამოყენების შემდეგ საერთოდ გაგიქრობთ.

ქერტლი გაჩენა - კანის ისეთი დაავადების სიმპტომი, როგორიც სებორეაა. მსგავსი დაავადების დროს ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირება. არსებობს ორი სახის ქერტლი: მშრალი და ცხიმიანი. მშრალი ქერტლი ჩნდება თმის არასწორი მოვლის დროს, ხოლოდ ცხიმიანი ქერტლი ჰორმონალური დარღვევით ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემებითაა განპირობებული.

იქამდე, სანამ დაიწყებთ ქერტლის მოსაშორებელი პროცედურების ჩატარებას, რეკომენდირებულია კვების რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი პროდუქტების გამორიცხვა. სავსებით შესაძლებელია, რომ ქერტლის გაჩენა არასწორი კვების შედეგი იყოს.

როგორ მოვიშოროთ ქერტლი სწრაფად და მარტივად?

1. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარს უძველესი დროიდან გამოიყენებენ არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხურ მედიცინაშიც. ეს პროდუქტი აღადგენს დაზიანებულ თმის ძირებს და გვეხმარება ქერტლის მოშორებაში.

იმისათვის, რომ მოამზადოთ ქერტლის სამკურნალო საშუალება, აუცილებელია ნახევრი ჭიქა ვაშლის ძმრის გახსნა ამავე რაოდენობით წყალსი. მიღებული ხსნარი უნდა შეიზილოთ თავის კანზე, გაიჩეროთ ერთი საათით და შემდეგ ჩამოიბანოთ შამპუნის გამოყენებით.

4 უმარტივესი და ყველაზე ეფექტური მეთოდი ქერტლის სამუდამოდ მოსაშორებლად.

2. საკვები სოდა
ეს პროდუქტი საკუთარი ეფექტურობით ვაშლის ძმარს არ ჩამოუვარდება. აუცილებელია 4 სუფრის კოვზი საკვები სოდის იმ რაოდენობით წყალში გახსნა, რომ მიიღოთ თხელი პასტის კონსისტენცია. მიღებული ნარევი უნდა შეიზილოთ თავის კანზე, გაიჩრეოთ მხოლოდ 3 წუთით და შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით.



3. ზეითუნის ზეთი
მასაჟი ზეითუნის ზეთის გამოყენებით არა მხოლოდ გაგიმაგრებთ თმის ფოლიკულებს, არამედ დაიცავს თავის კანს აქეცვლისგან და გამოშრობისგან. მასაჟის გაკეთების შემდეგ რეკომენდირებულია თავზე პირსახოცის შემოხვევა. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ ზეთი თმიდან შამპუნის გამოყენებით.



4. ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი
ქერტლის სამკურნალო საშუალების მისაღებად აუცილებელია ლიმონის წვენისა და ქოქოსის ზეთის ერთმანეთში შერევა თანაფარდობით 1:5. მიღებული მასა უნდა წაისვათ თავის კანზე და გაიჩეროთ დაახლოებით 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით (რეკომენდირებულია საბავშვო შამპუნის გამოყენება).



თუ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ ქერტლი მაინც გაგიჩნდათ, აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ ექიმს და გაიკეთეთ ყველა აუცილებელი ანალიზი მკურნალობისთვის.

თქვენი მეგობრებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან სასარგებლო იქნება. სწორედ ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მათთვის გაზიარება.