რა განაპირობებს კიდურების დაბუჟებას და როგორ ვებრძოლოთ პრობლემას?
მაჯის გვირაბი: ეს, უეჭველია, ყველაზე უფრო ხშირად იწვევს ხელის დაბუჟებას. ჩვენი ხელის სამ მთავარ თითს (ცერა, სალოკი და შუათითი) ხშირად აწუხებს, ეგრეთ წოდებული, მაჯის გვირაბის სინდრომი. ეს დაკავშირებულია შუა ნერვთან, პერიფერიულ ნეიროპათიასთან, რომელიც ზეწოლას ახდენს მაჯაზე, იწვევს მწვავე ტკივილს, დაბუჟებას, ზღუდავს მაჯისა და ხელის თითების მოძრაობას და უკარგავს მათ მგრძნობელობას. უბრალოდ, ღამე, როდესაც გვძინავს, შეგრძნებები გაფაქიზებულია და ამიტომ ეს განსაკუთრებით გვაწუხებს.
ზოგჯერ, როდესაც ზედმეტად ვიღლით თავს, კერძოდ, ხელსა და მაჯას, მაგალითად, დიდხანს ვუზივართ კომპუტერს და ვმუშაობთ, ვქარგავთ, ვკერავთ, თუ მაკრატლით რამეს ვჭრით, შეიძლება ნერვმა დიდი ხნის დაძაბულობას ვერ გაუძლოს და აგვტკივდეს. თუ ხშირად ვატრიალებთ მაჯას, გასაკვირი არ არის, რომ გადაიღალოს და აგვტკივდეს, რაც განსაკუთრებით ძილის დროს იჩენს ხოლმე თავს, როცა არავითარი მოძრაობა აღარ სრულდება და ჩვენი ძარღვები და მყესები ცდილობს მოდუნდეს და ნებისმიერი ზეწოლისგან გათავისუფლდეს.
სითხის შეკავება
ჭარბმა წონამ, ფიზიკური ვარჯიშის უგულველყოფამ და არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს შესიება, თანაც მხოლოდ ფეხებისა კი არა, ხელებისაც და ეს ყველაფერი სითხის ბრალია, რომელიც ორგანიზმმა ვერ გამოდევნა.
В ვიტამინის ნაკლებობა
არასრულფასოვანი ან არასწორი კვება ხშირად იწვევს ვიტამინ В -ს ნაკლებობას. ამას თავისი შედეგი მოსდევს, რასაც ხშირად, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, გვგონია, რომ უბრალოდ, სამსახურში დავიღალეთ და ნამდვილ მიზეზს ვერ ვხვდებით. დაღლილობა, უფერული კანი, ტაქიკარდია, აგრეთვე, ხელ-ფეხის დაბუჟება ამ ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. აი, ესეც თქვენი ხელების დაბუჟების კიდევ ერთი მიზეზი.

- დალიეთ ძილის წინ ერთი სუფრის კოვზი სელის ზეთი. ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სელის ზეთი ძალიან ეფექტური საშუალებაა დაბუჟებისა და ანთებითი პროცესის საწინააღმდეგოდ (განსაკუთრებით კიდურებში).
- ჩაყავით ხელები წყლით სავსე ბაკანში, სასურველია იდაყვამდე, ასე უფრო შედეგიანი იქნება: ეს პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ და ღამე ტკივილი ნაკლებად შეგაწუხებთ.
- ნაკლებად მიეტანეთ მარილსა და მჟავე სასმელებს, რადგან ერთიც და მეორეც ხელს უწყობს ანთებით პროცესს და ამწვავებს ტკივილის გრძნობას.
- ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენს ორგანიზმს სჭირდება სითხე და ამიტომ დალიეთ დღეში, არანაკლებ, 2 ლიტრი წყალი. მოიმზადეთ არტიშოკის ნაყენი, რაც ორმაგ სარგებელს მოგიტანთ: ის შარდმდენია და გამოდევნის ზდმეტ სითხეს თქვენი ორგანიზმიდან. აადუღეთ წყალი, ჩააგდეთ შიგ ორიოდე არტიშოკი და გადაწურეთ. ამის შემდეგ, გემოს მისაცემად, შეგიძლიათ ჩააწუროთ ნახევარი ლიმონი.
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს რაციონში В ჯგუფის ვიტამინები შედიოდეს. ქორჭილა, კარტოფილი, ბანანი, აგრეთვე ყველანაირი მწვანილი ამ ვიტამინის ნაკლებობას შეგივსებთ. გარდა ამისა, В ვიტამინის აბები ყველა აფთიაქში იყიდება. დალიეთ ძილის წინ და გემრიელად გამოიძინეთ.
- თუ ისეთი სამუშაო გაქვთ, რომ მუდამ ხელის ტრიალი გჭირდებათ ანუ რამდენიმე საათის მანძილზე სულ დაძაბული გაქვთ, გამოიყენეთ რაიმე მაჯის გასამაგრებელი სამაჯური, რაც შეღავათს გაუწევს თქვენს სახსრებსა და ძარღვებს და დაიცავს მათ ზეწოლისგან.