კრუასანი "ნუთელას" კრემით
fpaparazzi ნამდვილი ფრანგული საუზმის, კრუასანის მომზადების რეცეპტს გიზიარებთ. ის უკვე მზა, გამომცხვარი, ცარიელი კრუასანებისგან კეთდება... შეგიძლიათ გამოიყენოთ წინა დღის, ნაკლებ ფუმფულა კრუასანიც.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- კრუასანი 4
- კვერცხი 1
- რძე 1/4 ჭიქა
- კარაქი
- ნუთელა
მომზადების წესი:
- კრუასანები გავჭრათ შუაზე.
- ავურიოთ კვერცხი და რძე. ტაფაზე გავადნოთ კარაქი.
- კრუასანის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხში და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან.
- თბილ კრუასანს წავუსვათ ნუთელა და დავადოთ ზედა ნაწილი.
- შეგვიძლია ხილიც დავამატოთ.
გემრიელად მიირთვით