საკეისრო კვეთის შემდეგ, გამობერილი მუცლის მოშორება: უსაფრთხო ვარჯიში იხილე აქ!

საკეისრო კვეთის შემდეგ, გამობერილი მუცლის მოშორება: უსაფრთხო ვარჯიში იხილე აქ!
ყველა საკეისრო კვეთით ნამშობიარებ ქალს აწუხებს დაშვებული მუცელი, რომლის მოშორებაც არც ისე იოლია. მე შევძელი ამ პრობლემის გადაწყვეტა ისე, რომ არ დამეზიანებია ჩემი ჯანმრთელობა და ისევ დავრჩენილიყავი ყველაზე ლამაზ და სასურველ ქალად ჩემი ქმრისთვის!

მიუხედავად დიდი სურვილისა, რაც შეიძლება მალე მოიცილოთ უზარმაზარი მუცელი, ნუ დაიტანჯავთ თავს სასტიკი დიეტის დაცვით. ახალშობილს რომ კარგად მოუაროს და დატვირთვას გაუძლოს, ახალბედა დედას კარგად დაბალანსებული, სრულყოფილი კვება სჭირდება, ხოლო ჩვილს ისეთი დედის რძე, ვინც ყურადღებას აქცევს კვების რაციონს, რომელიც მრავალფეროვანი და სხვადასხვა ვიტამინის კომპლექსით იქნება გამდიდრებული.

ბევრი მისდევს პრინციპს: `ჭამე ორის სამყოფი~, მაგრამ ასეთი რჩევა თანამედროვე მედიცინისგან უკვე უარყოფილია. ნუ შეჭამთ ისე, თითქოს მეორედ ვეღარასდროს შეჭამდეთ. რა თქმა უნდა, მეძუძურ დედას მეტი საკვები სჭირდება, მაგრამ თუ ყურადღებას კალორიულ და უსარგებლო საკვებზე გაამახვილებთ, არათუ, მუცელს ვერ დაიგდებთ, წონაშიც კი მოიმატებთ.

ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას. ბრტყელი მუცლის დასაბრუნებლად და თქვენი მიზნის მისაღწევადაც კი, არ შეიძლება სპორტული ვარჯიშებით ქანცი გაიწყვიტოთ. ორგანიზმსა და ნაწიბურებიან საშოს დასვენება სჭირდება, მაგრამ ეს არ მიშნავს, რომ ხელი აიღოთ ყველანაირ ფიზიკურ აქტიურობაზე.
უსაფრთხო აქტიურობათა რიცხვიდან, რომელიც ფიგურისთვის სასარგებლოა, გამოვყოფდით სახლის დალაგებას, ეტლით ბავშვის გასეირნებას, თამაშს, ბავშვის ხელით ტარებას, იოლ ცეკვებს. ისაქმეთ ჩვეულებრივად, მაგრამ ნუ გადაიღლებით.

ორსულობის დროს, ქალის კანი, მუცლის კუნთები და კანქვეშა ქსოვილი იწელება. მშობიარობის შემდეგ, საკმაოდ ძნელია მუცლისა და ფერდის კუნთებისთვი ძველებური ფორმის დაბრუნება, მით უფრო, თუ ორსულობის დროს, წონაში საკმაოდ მოიმატეთ. წონის სწრაფად დაგდებასა და ძველი წონის დაბრუნებას ხელს უწყობს სწორი დიეტა და ბავშვის ძუძუთი კვება.

თუმცა მუცლის კუნთების გასამაგრებლად მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ცხიმისა და კუნთების ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია საგანგებოდ შერჩეული ვარჯიშის კომპლექსი, რათა კანი და კუნთები ძველებურად მკვრივი და მოქნილი გახდეს და მუცელმა შიგნით შეიწიოს. საკეისრო კვეთის შემდეგ ვარჯიში რეკომენდირებულია, როცა ნაწიბურის მიდამოში ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

შეგიძლიათ სხეულის ფორმის აღსადგენად ბანდაჟი იხმაროთ, რომელიც ხელს უწყობს მუცლის კუნთებისა და საშვილოსნოს შეკუმშვას. თუ ბანდაჟი არა გაქვთ, მუცელზე ჩვეულებრივი, ბავშვის საფენი შემოიკარით. თუმცა მუცლის კუნთების ტონუსის ასაწევად და მათი შემდგომი გაწელვის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ბანდაჟი ჩაიცვათ და რვა კვირის მანძილზე მაინც ატაროთ.

სანამ ტკივილი გაწუხებთ ბანდაჟი სულ უნდა გეცვათ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ბანდაჟი კორსეტით შეცვალოთ. მშობიარობის შემდეგ, ქალის ორგანიზმი ძველებურ ნორმას მხო;ოდ ერთი წლის შემდეგ უბრუნდება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ზრუნვა იმაზე, როგორ მოვიცილოთ მუცელი, უკვე გვიანია.

[media=https://youtu.be/lDUfb2mWCcM]