თქვენი მეორე ნახევარი უკვე გელოდებათ! ყველაზე გულახდილი ჰოროსკოპი სიყვარულსა და ქორწინებაზე

თქვენი მეორე ნახევარი უკვე გელოდებათ! ყველაზე გულახდილი ჰოროსკოპი სიყვარულსა და ქორწინებაზე
ყოველი ქალი ოცნებობს, შეხვდეს თავის მეორე ნახევარს და იცხოვროს მასთან დიდ ხანს და ბედნიერად. ზოგიერთი მათგანი გაურკვეველი ლოდინისგან იღლება. და ამ დროს საშველად მოდის ჰოროსკოპები, რომლებიც იდუმალ ფარდას ხსნიან და თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის ძიებას ამარტივებენ.

ვერძი
ვერძებს მოვლენების დაჩქარება უყვართ. ბუნებით იმპულსურებს, არ უყვართ ლოდინი, განსაკუთრებით, თუ პირად საქმეებს ეხება საკითხი. საკმაოდ ადრე ქორწინდებიან. ხშირად, იმედი უცრუვდებათ არჩევანში. რჩევა ყველა ვერძისთვის - ნუ გაასწრებთ მატარებელს, ჯერ დაღვინდით და მერე გააკეთეთ არჩევანი.

კურო
კუროებს ცივი გონება გამოარჩევს. სწორედ ამ თვისების წყალობით, ამ ნიშნის წარმომადგენლების უმეტესობას აქვს დიდი შანსი, მყარი ურთიერთობები ააგოს. თუ კურო დარწმუნებულია თავის პარტნიორში, თამამად იქორწინებს მასზე.

ტყუპები
ტყუპები - თავისუფალი ფრინველები არიან. ადვილად გადაერთვებიან ერთი ურთიერთობიდან მეორეზე, მალე ბეზრდებათ პარტნიორი. მაგრამ როდესაც იმ ერთადერთს შეხვდებიან, მზად არიან ქორწინებისთვის.

კირჩხიბი

კირჩხიბები ბავშვობიდანვე ოცნებობენ ქორწინებაზე. მათ ძირითად ცხოვრებისეულ ფასეულობებს შორის - ოჯახია. სწორედ ამ მიზეზის გამო ადრე ქორწინდებიან. შესაძლო განქორწინება არ აშინებთ. ბოლოს და ბოლოს, მეორედ ხომ შეიძლება ოჯახი შექმნა!

ლომი
ლომი ბუნებით მონოგამურია. ამასთან, საკმაოდ კირკიტაა და მარტოობას ამჯობინებს საეჭვო ურთიერთობებს. ლომები სერიოზულ ურთიერთობებს ეძებენ, რომლის საწყისიც კომფორტი იქნება. როგორც კი პოულობენ იმას, ვინც კარგად ექცევა, წყვეტენ ძიებას და ქორწინდებიან.

ქალწული
ქალწულებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კარიერას. ორ გუნდად იყოფიან: ერთ გუნდში არიან ქალწულები, რომლებიც სწრაფად ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს და უკვე შემდეგ აწყობენ კარიერას. მეორე გუნდის წარმომადგენლები კი ჯერ კარიერაში აღწევენ მწვერვალებს და მერე დაფიქრდებიან ოჯახზე.

სასწორი
სასწორებისთვის ქორწინება ბევრს ნიშნავს. იმდენად ბევრს, რომ არ უფიქრდებიან, თუ როგორ უხდება მათ პარტნიორი თანაცხოვრებისთვის. უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, ხანდახან საკუთარი თავისაც არ ესმით, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, უმჯობესია, ქორწინებაზე აზრი გადადონ და საკუთარი თავი შეიცნონ ჯერ.

მორიელი

მორიელებს უკიდურესობები უყვართ. სწრაფად და ძლიერ უყვარდებათ, ასევე სწრაფად ბეზრდებათ ადამიანი. არ არის გამორიცხული, რამდენჯერმე დაქორწინდნენ. მათი ბედნიერების საწინდარი გახლავთ იმის გააზრება, რომ ბედნიერება საკუთარი ხელით უნდა შექმნა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს თავისუფლება უყვართ. ვერ იტანენ, როცა ოჯახი ზღუდავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს. ამასთან, ამთთვის რთულია თავისი ადამიანის პოვნა. ამ მიზეზის გამო საკმაოდ გვიან ქორწინდებიან.

თხის რქა
თხის რქისთვის ქორწინებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათთვის არავითარი სირთულეები არ არსებობს, პირიქით, როცა მათ გადალახავენ - უფრო ძლიერდებიან. საკმაოდ ადრე ქორწინდებიან, ხშირად - ერთხელ და სამუდამოდ.

მერწყული
მშვილდოსნების მსგავსად, მერწყულებიც თავისუფლების მოყვარულები არიან და ვერ იტანენ შეზღუდვებს. სწორედ ამიტომ, ქორწინებას როგორც ტვირთს აღიქვამენ. მაგრამ თავისუფლების გარდა, სტაბილურობასა და სანდოობას აფასებენ. ცდილობენ, იპოვონ ადამიანი, რომელსაც მათი მსგავსი ინტერესები აქვს ცხოვრებაში. თუ ამას მიაღწევენ, თამამად ქორწინდებიან.

თევზები
თევზებს მდიდარი წარმოსახვის უნარი გააჩნიათ და საკუთარ ფიქრებში ეფლობიან. ხშირად, ამას პარტნიორი აღიქვამს, როგორც გულგრილობას და ურთიერთობების გაღვივების სურვილის არქონას. თევზების სიცივე ადამიანებს აფრთხობს, ამის გამო, საკმაოდ ზრდასრულ ასაკში ქორწინდებიან.