არასწორად შერჩეულმა ბიუსტჰალტერმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე!

არასწორად შერჩეულმა ბიუსტჰალტერმა  შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე!
მოუხერხებელი ლიფი გულმკერდის ოსტეოქონდროზის მიზეზი შეიძლება გახდეს: ორთოპედები ირწმუნებიან, რომ ზურგის არეში ტკივილის მიზეზი არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერია. დისკომფორტი თავიდან რომ აიცილო, გაითვალისწინე:

  • ლიფის შერჩევისას ზომა ზუსტად შეარჩიეთ. ზომაში მცირედი ცდომილებაც კი, დისკომფორტსაც იწვევს.

  • თუკი სავსე, დიდი მკერდი გაქვთ, შედარებით ფართობრეტელებიანი ლიფის ჩაცმას გირჩევთ. ასე მკერდს უკეთ დააფიქსირებთ.

  • გაცილებით მოხერხებულად იგრძნობთ თავს, თუკი ლიფს ჩაცმამდე უხეშად გამოშვერილ ეტიკეტს მოაჭრით.

  • თუ პერიოდულად ზურგის კუნთების ტკივილი გაწუხებთ, უპირატესობა ისეთ ლიფს მიანიჭეთ, რომელიც წინ იკვრება. ასე ზურგის კუნთები ნაკლებად დაიტვირთება და ტკივილიც გაგივლის.

  • დასვენების დღეებში მჭიდრო ბიუსტჰალტერის ჩაცმისგან თავი შეიკავეთ. უპირატესობა რბილ, ელასტიკურ ტოპს მიანიჭეთ, რომელიც მკერდსაც ეფექტურად დაიჭერს და მოძრაობასაც არ შეგიზღუდავთ.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...