უზმოზე მიღებული ნივრიანი თაფლი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

უზმოზე მიღებული ნივრიანი თაფლი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
ეს მეტად სასარგებლო რეცეპტია, რომელიც მომზადებაც მარტივია, შედეგი კი ძალიან ეფექტური და მრავალმხრივი.

ნიორი შეიცავს მარგანეცს, ბ6 ვიტამინს, ცე ვიტამინს, სელენსა და ბოჭკოს. ყოველივე ამასთან ერთად, ის დაბალკალორიული პროდუქტია. ნიორი იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებრივი საშუალებაა და კარგად ებრძვის ინფექციებს.

სუფთა თაფლი სავსეა ანტიოქსიდანტებით, ასევე ენზიმებითა და მინერალებით, მათ შორის რკინით, თუთიით, პოტასიუმით, კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმითა და სელენით. გარდა ამისა, თაფლში არის ბე1, ბე2, ბე6 ვიტამინები და PP ვიტამინი, იგივე ნიაცინი.

ინგრედიენტები:
  • 3-4 თავი ნიორი.
  • 1 ჭიქა სუფთა თაფლი.
  • პატარა ჰერმეტული კონტეინერი.

ინსტრუქცია:
  1. დააცალკევეთ ნივრის კბილები.
  2. ნივრის კბილებს მოაცილეთ თხელი ფენა.
  3. გაავსეთ კონტეინერი ნივრის კბილებით.
  4. ნელ-ნელა დაასხით თაფლი ნივრის კბილებს.
  5. კოვზით დააწექით მასას და დარწმუნდით, რომ ჰაერის ბუშტულები აღარ დარჩა კონტეინერში.
  6. დარწმუნდით, რომ ნივრის კბილები მთლიანად დაიფარა თაფლით. დაახურეთ სახურავი.
  7. დატოვეთ კონტეინერი რამდენიმე დღით ოთახის ტემპერატურაზე, ან შეინახეთ მაცივარში.
  8. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი უზმოზე, 7 დღის განმავლობაში.