ნივრის ეს სიროფი პენიცილინზე 10-ჯერ ძლიერია. აუცილებლად ჩაინიშნეთ.

ნივრის ეს სიროფი პენიცილინზე 10-ჯერ ძლიერია. აუცილებლად ჩაინიშნეთ.
ნივრის სიროფი, რომლის შესახებაც დღეს დეტალურად მოგითხრობთ ''Fpaparazzi''-ის რედაქცია, ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ინგრედიენტები, რომელთაგანაც ეს საოცრად სასარგებლო საშუალება შედგება, ხელმისაწვდომია თითოეული ადამიანისთვის. ვაშლის ძმარზე, თაფლზე და ნიორზე დაფუძნებული ეს საშუალება უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია.

ყოველდღიურად მისი მიღებით თქვენ შეძლებთ იმუნიტეტის გაძლიერებას, სისხლის წნევის დარეგულირებას, ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას და ა.შ. ეს სიროფი აძლევს ჩვენს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს, რის შედეგადაც ვიცავთ თავს უამრავი სერიოზული დაავადებისგან. გარდა ამისა, ნივრის, ვაშლის ძმრისა და თაფლის კომბინაცია გვეხმარება ტკივილის შემცირებაში, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებითაა განპირობებული.

თაფლი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და სოკოს საწინააღმდეგო აგენტს. ფიტონუტრიენტებით მდიდარი ვაშლის ძმარი თავიდან გვარიდებს კიდურების კრუნჩხვებს და სიმსივნეს. გარდა ამისა, ვაშლის ძმარი წარმოადგენს ლიმონმჟავას დიდ წყაროს, რომელსაც შეუძლია თირკმელებში კენჭების დაშლა.

რაც შეეხება ნიორს, არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ფაქტი, რომ ის ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჩვენს პლანეტაზე, რომელიც ფლობს ანტივირუსულ და ანტიბაქტერიულ თვისებებს.

ნივრის სიროფის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 200 მლ ვაშლის ძმარი;
  • 8 კბილი ნიროი;
  • 200 მლ თაფლი.

ინსტრუქცია:

  1. გაასუფთავეთ ნიორი კანისგან, კარგად გარეცხეთ და მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით.
  2. მიღებულ მასაში ჩაასხით მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი, თაფლი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. მომზადებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში 5 დღით.
  4. ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ ქილა. 5 დღის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ სიროფის მიღება.

მიღების წესი:

მოცემული სიროფი უნდა მიიღოთ წყალთან ერთად. 2 ჩაის კოვზი ნივრის სიროფი გახსენით 1 ჭიქა (200 მლ) წყალში, კარგად გადაურიეთ და მიიღეთ შინაგანად. მოიქეცით ასე ყოველდღიურად იქამდე, სანამ ნარევი არ ამოგეწურებათ. ამ დროში თქვენ საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა. რეკომენდირებულია ამ კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.