აი რა დაიმართება თქვენს ორგანიზმს, თუ უზმოზე ნიორს და თაფლს მიირთმევთ...

აი რა დაიმართება თქვენს ორგანიზმს, თუ უზმოზე ნიორს და თაფლს მიირთმევთ...
ნივრისა და ხახვის შერევა? ცოტათი უცნაურად ჟღერს, არა? ეს იმუნომასტიმულირებელი კოქტეილი თქვენს ორგანიზმს გამოაჯანსაღებს და სრულიად ახალ ძალებს შესძენს მას.

დიდი ბებიებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ ავადმყოფობის დროს პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნივრის ჩაღეჭვაა. რატომ? ამ უნიკალური პროდუქტისთვის ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებია დამახასიათებელი.

ნიორი შეიცავს ნაერთს, სახელწოდებით ალიცინი, რომელიც გვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში, თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას და ფლობს ძლიერ სოკოს საწინააღმდეგო და ანტისიმსივნურ თვისებებს.

ნიორი დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც გამდიდრებულია მანგანუმით, B6 და C ვიტამინებით, სელენით და ბოჭკოებით. თითოეული ეს ნივთიერება ბუნებრივი იმუნომასტიმულირებელია, რომელიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. უახლესი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ნივრის ყოველდღიური დოზა გაციების რისკს 63%_ით ამცირებს, ხოლო ამ ავადმყოფობის სიმპტომებს - 70%_ით.

ნედლი, გადაუმუშავებელი თაფლი გაჟღენთილია ანტიოქსიდანტებით, ფერმენტებით და მინერალებით, რკინით, თუთიით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით და სელენით. თუ თქვენთვის ეს ჩამონათვალი საკმარისი არ არის, დამატებით გეტყვით, რომ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ B6_ს, თიამინს, რიბოფლავინს და ნიაცინს.

თაფლის თერმული დამუშავების დროს მთელი ეს ფერმენტები, მინერალები და ვიტამინები ნადგურდება, რის გამოც გირჩევთ ნედლი, გადაუმუშავებელი თაფლის მოხმარებას. ამ პროდუქტს აქვს გაჯერებული გემო და ჯანსაღი გლიკემიური ინდექსი, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.

ნატურალური ვიტამინები და მინერალები, რომლებიც უხვადაა თაფლში, გვირეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, კვებავს ჩვენს სხეულს, ტვინს და გვეხმარება ნორმალური წონის მოპოვებაში.

ჩვენ უბრალოდ ვალდებულად მივიჩნიეთ თავი, გაგვეზიარებინა თქვენთვის თაფლისა და ნივრის ნარევის მომზადების რეცეპტი, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე!

ინგრედიენტები:
  • 3-4 თავი ნიორი;
  • 1 ჭიქა დაუმუშავებელი, ნედლი თაფლი;
  • პატარა მინის ქილა;

მომზადების წესი:

1. დაყავით ნივრის თავი კბილებად.
2. არ გაასუფთაოთ ის, უბრალოდ მოაცალეთ ნივრის კბილებს კანის ზედა ფენა.
3. გასუფთავებული ნივრის კბილები მოათავსეთ ქილაში.
4. დაასხით თაფლი ნელ-ნელა.
5. შეამოწმეთ, რომ ქილაში არ დარჩეს ბუშტუკები (გამოიყენეთ კოვზი მათ მოსაშორებლად).
6. დარწმუნდით, რომ ნივრის თითოეული კბილი მთლიანადაა დაფარული თაფლით და დაახურეთ ქილას თავსაფარი.
7. დააყოვნეთ მიღებული ნარევი რამდენიმე დღის ან მაცივარში, ან ოთახის ტემპერატურაზე.
8. მიირთვით გემრიელად!

იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამ ნარევისგან, მიირთვით ის უზმოზე ყოველდღიურად, 1 ს.კ ოდენობით.

ვიდეო, რომელშიც დეტალურად იხილავთ ამ უნიკალური საშუალების მომზადების წესს:



არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!