თუკი ძაფს ჩანგალზე ამგვარად დაახვევთ, ყველას გაოცებას შეძლებთ! შთაგონებული ვარ ამ იდეით....

თუკი ძაფს ჩანგალზე ამგვარად დაახვევთ, ყველას გაოცებას შეძლებთ! შთაგონებული ვარ ამ იდეით....
ახალი წლი - ჯადოსნური პერიოდია! უჩვეულოდ გაფორმებული ფანჯარა კი - პატარა სასწაული, რომელიც საკუთარი ხელით შეგიძლიათ შექმნათ.



FPAPARAZZI-ს რედაქციამ მოგიმზადათ რამოდენიმე უჩვეულო იდეა ფანჯრის გასაფორმებლად, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაში.
  1. ვარსკვლავური გირლიანდები შესანიშნავად გამოიყურებიან! ასეთი სილამაზის შექმნა კი უმარტივესი საქმეა.

  2. დეკორაცია ვატმანის ქაღალდისგან კი უფრო ეფექტურად გამოიყურება, თუკი მას დიოდური ლენტით ან ნაძვის ხის გირლიანდებით გავანათებთ.

  3. ფანჯრისთვის ასეთი პომპონების შექმნა ჩანგლის დახმარებით ძალიან მარტივია. დაახვიეთ ჩანგალს ძაფი, გადაკოჭეთ შუაში და ჩაჭერით გვერდებზე.

  4. ვინ იფიქრებდა, რომ სამეზობლო პარკში ნაშოვნი ტოტი ასე გამოგვადგებოდა! გაფორმებისთვის საქმეში შეგვიძლია ყველაფერი ჩავრთოთ: ბურთები, ცხოველების ფიგურები, ვარსკვლავები, ფანტელები ა.შ.

  5. კიდევ ერთი აღმოჩენა დეკორისთვის - ზონარი და სარეცხის სამაგრებია!

  6. ასეთი იდეები კი გამოგადგებათ ბავშვების ოთახის გასაფორმებლად. მართლაც გასართობის საქმეა!

  7. ძალიან მარტივია, მაგრამ არანაკლებ ლამაზიცაა...

  8. თოვლი! მეტი თოვლი...

  9. განათებული გირლიანდები განუმეორებელ სადღესასწაული ატმოსფეროს ქმნიან!

  10. ამ ტექნიკის ასათვისებლად ბევრი დრო არ დაგჭირდებათ. აი რა დაგჭირდებათ - ბასრი მაკრატელი, ქაღალდი და ერთი წვეთი შთაგონება!

  11. აქ კი ქაღალდის ფორმები ვერცხლისფერი "წვიმებით" შეავსეს.... ზღაპრული ტყე მზად არის!

  12. ქაღალდისა და წყალში გახსნილი კბილის პასტის დახმარებით შესაძლებელია შექმნათ გაყინული ფანჯრების შესანიშნავი იმიტაცია...

  13. ეს კარგი მიზეზია გაიხსენოთ სკოლის დროინდელი, ხატვის გაკვეთილები!

  14. ვინ თქვა, რომ საახალწლო დეკორაციები აუცილებლად თეთრი უნდა იყოს?!

  15. ვგიჟდები გირჩებით გაფორმებულ დეკორაციებზე!


განათებული გირლიანდები, ჰაეროვანი ფანტელები ან ქათქათა ზოლები.... შეარჩიეთ ის, რაც უფრო მოგწონთ, ჩართეთ ფანტაზია და მოკიდეთ ხელი ამ საქმეს. დარწმუნებულები ვართ, თქვენი ფანჯარა ყველასგან განსხვავებული იქნება!

სივრცე შემოქმედებისთვის უზარმაზარია, განსაკუთრებით ასეთი სასარგებლო სტატიის შემდეგ. გაუზიარეთ ეს სადღესასწაული განწყობა თქვენს მეგობრებსაც!