რა რჩევებს აძლევდნენ ქალებს ქორწინებასთან დაკავშირებით მე-19 საუკუნეში

დედოფალმა ვიქტორიამ საკუთარი ქალიშვილი ასე დაარიგა ქორწინების პირველი ღამის წინ: „დაწექი ზურგზე და იფიქრე ინგლისზე“.
ვიქტორიანული ერა მკაცრად პატრიარქალური იყო. ქალებს მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვებივით ექცეოდნენ და მათი ერთადერთი ფუნქცია იყო „წყნარად ყოფილიყვნენ“ და პრობლემები არ შეექმნათ.
მოდით, გადავხედოთ, რას ითხოვდნენ ქალებისგან 1800-იან წლებში:

ელიზაბეტ ლანფერი, რომელმაც 1824 წელს დაწერა „წერილები ახალგაზრდა ქალებისთვის საზოგადოებაში მათი გასვლის შესახებ“, აღწერდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სოციალური კლასის შენარჩუნება მომავალი მეუღლის არჩევისას: „გოგონა, ვინც ცხოვრების თანამგზავრად მასზე დაბლა მდგომ მამაკაცს აირჩევს, არ უნდა ელოდეს, რომ მისი მეგობრებიც დაიჭერენ მის ქმართან ურთიერთობას, ან პატივისცემით მოეპყრობიან მას“.
დათანხმდი პირველივე შემოთავაზებას

ლანფერის აზრით, თუკი ქალი უარს იტყვის წინადადებაზე, ის შეიძლება დარჩეს მარტო, სიღარიბეში და საყოველთაო დაცინვის ობიექტად იქცეს.
„ნაცვლად თანაგრძნობისა, რომელიც ამ დროს უნდა გამოიჩინონ, ის მხოლოდ და მხოლოდ მისკენ, როგორც „ანტიკვარიატი ქალწულისკენ“, დაცინვით გაშვერილ თითს იპოვის“.
გინდა უფლებები? მაშინ წინასწარ გააფრთხილე ამის შესახებ მომავალი ქმარი

1918 წელს დაწერილ წიგნში „ქალობა და ქორწინება“, ბერნარ მაკფადენი წერს, რომ ქალმა წინასწარ უნდა აცნობოს მომავალ ქმარს, რომ საკუთარ სხეულზე რაიმე სახის უფლების ქონა სურს. „დიდი ხნის განმავლობაში ცოლის სხეული ქმრის საკუთრებად მიიჩნეოდა, ამიტომ ვურჩევ ახალგაზრდა ქალებს, წინასწარ აცნობოს მომავალ ქმარს იმ უფლებების შესახებ, რომლების შენარჩუნებაც უნდა“.
არ მოგწონს ქმარი? არ იწუწუნო!

„მოთმენითა და საკუთარი მოვალეობების პირნათლად შესრულებით ქალი საკუთარ ღირსებებს ამაღლებს, გარშემომყოფთა პატივისცემას იმსახურებს და შეიძლება, ქმრის გულის მოგებაც მოახერხოს“- წერს ლანფერი.
ქმარი ყოველთვის მართალია!

ლანფერის აზრით, „გონიერი ქალი, მშვიდობისა და ქმრის სიყვარულის შესანარჩუნებლად, ხშირად გასწირავს საკუთარ აზრს“.
არავითარი მაკიაჟი, არასდროს!

მიიჩნეოდა, რომ მაკიაჟი მხოლოდ გარკვეული რეპუტაციის მქონე ქალებისთვის იყო და არაფერი შეურაცხყოფდა მამაკაცს ისე, როგორც საკუთარი ცოლის ხილვა ამ სახით.
ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდე, მაგრამ არა ძალიან კარგად

ცოლი ქმრის სარკედ მიიჩნეოდა, ამიტომ ზედმეტად მოდური ან მდიდრული ჩაცმულობა პირდაპირ მიანიშნებდა მამაკაცის მატერიალურ მდგომარეობაზე, რაც ხშირად არ სურდა ქმარს.
[*]სამზარეულო და საძინებელი მჭიდრო კავშირშია

1861 წელს ჯეიმს ეშტონმა ლექციისას ხაზი გაუსვა კვების რეჟიმის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „არასწორ“ დროს სექსუალური კავშირი საჭმლის მონელების პროცესს აფერხებდა, ამიტომ უმჯობესი იყოს, სექსუალური აქტი ისე დაეგეგმათ, რომ ამით კუჭი არ გაეღიზიანებინათ, არ დაკავებულიყვნენ სექსით ჭამამდე და მალევე ჭამის შემდგომ.
იპოვეთ სწორი პოზიცია

ეშტონი ასევე დარწმუნებული იყო, რომ ქალის სიცოცხლეს შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად როგორ იქცეოდა ის ლოგინში:
„ნებისმიერ არაბუნებრივ საქციელს და პოზას შეუძლია ქალის ჯანმრთელობა დააზიანოს და ბევრი ქალი დაზარალებულა ქმრის უხეში საქციელის გამო“.
არავითარი სექსი სიმთვრალეში
მიუხედავად იმისა, რომ ამას არც ახლა გვირჩევენ ექიმები, იმ დროს სჯეროდათ, რომ სიმთვრალეში სექის დაკავების შემთხვევაში ჩასახულ ბავშვს იდიოტიზმი და სხვადასხვა ნერვული აშლილობა დაჰყვებოდა.
ვიქტორიანული ერა მკაცრად პატრიარქალური იყო. ქალებს მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვებივით ექცეოდნენ და მათი ერთადერთი ფუნქცია იყო „წყნარად ყოფილიყვნენ“ და პრობლემები არ შეექმნათ.
მოდით, გადავხედოთ, რას ითხოვდნენ ქალებისგან 1800-იან წლებში:
- შეინარჩუნე ტიტული, ან მეგობრებს დაკარგავ