ამაზე კარგ საშუალებებს ვერსად ნახავთ, წნევის დასარეგულირებლად!
80 წლის ქალი ვარ და ჩემს ჯანმრთელობას სამკურნალო მცენარეებს ვუმადლი. მინდა შემოგთავაზოთ წნევის მარეგულირებელი რამდენიმე საშუალება:
ექიმის კომენტარი :
მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული რეცეპტი
1) გლუკოზა, რომელიც ყურძნის წვენის მთავარი კომპონენტია, კვებავს და ააქტიურებს გულის კუნთს. გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირება კი მრავალწილად განსაზღვრავს წნევის დარეგულირებას.
2 ) ევროპელ მეცნიერთა ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ვაშლში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულ - სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ვაშლი ინფარქტის პროფილაქტიკის ერთ - ერთ ბუნებრივ საშუალებადაც კია მიჩნეული.
3 ) ლიმონი და ნიორი აწესრიგებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვეითებს თრომბწარმოქმნის რისკს სისხლძარღვებში.
4) ხახვი ფიტოციდებით, ეთერზეთებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი მცენარეა. მას ხალხურ მედიცინაში მართლაც იყენებენ ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ.
- წნევიანებისთვის ძალიან კარგია ყურძნის წვენი. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ წვენი ახალგამოწურული უნდა იყოს - დამაჭრებული არ გამოდგება. შემოდგომის ბოლომდე ჩვენში ყურძენი არ გამოილევა - ყოველდღიურადაც რომ მიიღოთ მისი წვენი, წნევასაც მოგიწესრიგებთ და გულსაც მოუხდება.
- 10 - 20 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით ( როგორც წამალი ) 4 ცალი ვაშლი - ნახეთ, როგორ მოგიწესრიგებთ წნევას.
- თუ წნევა გითამაშებთ, თქვენთვის კარგი იქნება ლიმონისა და ნივრის ნარევი. ხორცსაკეპში გაატარეთ 3 მოზრდილი ლიმონი და 3 საშუალო თავი ნიორი. ეს მასა მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაასხით ლიტრ - ნახევარზე ცოტა ნაკლები მდუღარე წყალი, მოურიეთ და 24 საათის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 50 - 50 გრ დილა - საღამოს, ჭამამდე 30 წთ -ით ადრე. მკურნალობის კურსი 21 დღეა. თუმცა, ვისაც კუჭი აწუხებს, მისთვის ამ ნაყენის მიღება სასურველი არ არის.
- წნევას დაბლა სწევს ხახვის ნაყენიც. ერთ თავ ხახვს მოაშორეთ მხოლოდ ზედა, მიწიანი კანი ( დანარჩენი დაუტოვეთ, რადგან სწორედ მასშია სამკურნალო თვისებები ), გარეცხეთ, ჩადეთ ნახევარლიტრიან ქილაში და დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი. ეს ნაყენი საღამოხანს მოამზადეთ. დილით გაწურეთ და მთლიანად დალიეთ. ასე გააკეთეთ ყოველდღე. ყოველდღიურად ახალი ხახვი გამოიყენეთ. ეს ნაყენი ზედა და ქვედა წნევას ერთნაირად მოგიწესრიგებთ.