მეზობლემა მასწავლა წნევის დამწევი რამდენიმე საშუალება, რომელმაც საგრძნობლად გამიუმჯობესა მდგომარეობა
გთავაზობთ წნევის დამწევ ბუნებრივ საშუალებებს. მეც გატანჯული ვიყავი მაღალი წნევით. მეზობელმა მასწავლა წამალი, რომელმაც საგრძნობლად გამიუმჯობესა მდგომარეობა:
ექიმის კომენტარი:
მაგნოლია მარადმწვანე ხეა, რომელიც ჩვენში შავი ზღვის სანაპიროზე ხარობს. აქვს მოგრძო, პრიალა ფოთლები და სურნელოვანი ფიალისებრი ყვავილები. მაგნოლიის ფოთლები სამკურნალო მიზნით უნდა მოიკრიფოს ყვავილობის პერიოდში ანუ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მცენარე მდიდარია ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით. ფარმაკოპეაში იგი აღნუსხულია როგორც ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) ეფექტიანი საშუალება. მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში აღწერილია ფოთლების თხიერი ესქტრაქტის დამზადების წესი. აღნიშნული პრეპარატი არა მხოლოდ წნევას მოგიწესრიგებთ, არამედ შეამცირებს გულის ფრიალს, მოგიხსნით ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებას გულის არეში.
ნიახურის წნევის დამწევი ეფექტი მის შარდმდენ თვისებებზეა დამყარებული. მიხაკს კი, როგორც ცნობილია, სპაზმების მომხსნელი თვისებები აქვს. იგი ხსნის ბრონქოსპაზმს (ასთმური შეტევების დროს), აგრეთვე სისხლძარღვთა სპაზმებს.
- მაგნოლიის ფოთლები ჩაყარეთ ქილაში და დაასხით არაყი (250 გრ 50 გრ ფოთოლზე). დაახურეთ სახურავი და ერთი კვირით ბნელ ადგილას დადგით. ნაყენი უნდა სვათ 20 - 30 წვეთი სამჯერ დღეში, ერთი თვე მაინც. შემდეგ ცოტა ხანს შეისვენოთ და ისევ განაგრძოთ მიღება.
- ამ რეცეპტის გარდა, ძალიან მიხდება უნაბი, რომელსაც ვჭამ ხოლმე 20 -20 ცალს სამჯერ დღეში, 2 - 3კვირის განმავლობაში.
- აგრეთვე კარგია ნიახურის ნაყენი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ნიახური ძირიანი უნდა იყოს.
- რამდენიმე ცალი მიხაკის თესლი დაფხვენით და აუროეთ ერთ ჭიქა მაწონში - წნევა მოგიწესრიგდებათ.