აი რა მოხდება თუ სამზარეულოს მაგიდას სუფრას სწორედ გადააფარებთ!

აი რა მოხდება თუ სამზარეულოს მაგიდას სუფრას სწორედ გადააფარებთ!
სპეციალურად მათვის ვისაც უყვარს საკუთარი ფანტაზიის გამოყენება მოულოდნელ ადგილებში და ასევე მათვის ვინც მხარს უჭერს ინტერიერის სხვადასხვა ნივთების მეორე, მესამე, მეხუთე სიცოცხლე, FPAPARAZZI რედაქცია გთავაზობთ ავეჯის განახლების საოცარ მეთოდს.

თუ დეკორისა და ხელსაქმის თემა თქვენთვის უცხო არ არის, მაშინ თქვენ ალბად უკვე იცნობთ დეკუპეჟის ტექნიკას, როდესაც ქაღალდის ხელსახოცისა და წებო პევეას დახამრებით იქმნება საოცარი სილამაზე - ნებისმიერ ზედაპირზე.

დეკორირების ამ მიმართულების პრინციპი ჩადებულია ჩვენი ავეჯის გადაკეტების საფუძვლებში. ძველი მაგიდან საერთოდ სხვა სახეს შეიძენს!

თქვენ დაგჭირდებათ:
  • აგიდა
  • სუფრა - მაგიდის ზედაპირზე ოდნავ დიდი (ან უბრალოდ ნაჭრის ნაწილი - მკვეთრი პრინტებით)
  • უთო
  • წებო -პევეა
  • ხის უფერული ლაკი
  • ფუნჯი


მოქმედებების თანმიმდევრობა:
  1. სუფრა (ტილო) გულდასმით გააუთოვეთ.
  2. თუ შესაძლებელია მაგიდას მოხსენით ფეხები (ასე უფრო მოსახერხებელ იქნება მუშაობა).
  3. ფართო პირიანი ფუნჯის დახმარებით მაგიდის ზედაპირზე ან სუფრაზე წაუსვით წებო პევეა (როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება) და აკურატულად ისე, რომ
  4. ნახატი არ გაწელოთ გადააფარეთ სუფრა მაგიდას.

  5. გადმოაბრუნეთ მაგიდა, მოუკეცეთ სუფრას კუთხეები, წაუსვით წებო და მიაწებეთ. ადროვეთ ნაკეთობას გაშრობა.
  6. სრული გაშრობის შემდეგ, სუფრას გადაუსვით რამოდენიმე პირი ლაკი, ყოველ ფენას ადროვეთ კარგად გაშრობა. ააწყვეთ კონსტრუქცია.



სასურველია თქვენი შექმნილი შედევრი სუფთა ჰაერზე 3-4 დღით დატოვოთ, სრული გაშრობისთვის და ლაკის სუნის გაქრობისთვის, შემდეგ კი შეგიძლიათ დატკბეთ ფინჟანი ყავით ახალ მაგიდასთან. როგორც ნახეთ ამ შედევრის შესაქმნელად თქვენ საკმაოდ ცოტა ნედლეული დაგჭირდებათ, ასევე სამუშაოც საკმაოდ ცოტაა, შედეგით კი ნამდვილად გახარებული დარჩებით.