ეს ნაკეთობა თქვენს აივანს შეუდარებელს გახდის! ახლა უკვე ვიცი, სად გავატარებ სასიამოვნო საღამოებს
აივანი ფუნქციონალური უნდა იყოს. გაბარიტების გამო, მასზე ავეჯის განთავსება რთულია. ამიტომაც, თვითნაკეთი მრავალფუნქციური მაგიდის დადგმა - ნამდვილი ხსნაა. თუ როგორ დავამზადოთ ასეთი მოხერხებული დასაკეცი მაგიდა, მოგითხრობთ ჩვენი რედაქცია.
დასაკეცი მაგიდა საკუთარი ხელებით
საჭირო მასალა
მუშაობის მსვლელობა
მობილური დასაკეცი მაგიდა შესანიშნავად ჩაეწერება ინტერიერში, სივრცეს უფრო ფუნქციონალურს გახდის მინიმალური დროისა და თანხების დანახარჯით.
დასაკეცი მაგიდა საკუთარი ხელებით
საჭირო მასალა
- დეესპე ან ფენოვანი ფიცარი
- პერფორატორი
- ხრახნები და საკიდები
- ხის საღებავი ან ლაქი
- სახეხი ქაღალდი
მუშაობის მსვლელობა
- კონსტრუქცია ნახევარწრის ფორმის იქნება. გააკეთეთ საჭირო რადიუსის მონახაზი. დეესპესგან ან ფიცრისგან გამოხერხეთ საჭირო ზომის მაგიდის სახურავი და კიდევ ერთი დეტალი - იმავე სიგრძისა და 8-12 სმ სიფართის მართკუთხედი - სამაგიდის ფუძე.
- გამოხერხეთ საყრდენი, იგი 2 ელემენტისგან შედგება: პირველი - მართკუთხა ნაწილი 20 სანტიმეტრის სიფართის და მაგიდის სახურავზე ცოტათი ნაკლები სიგრძის. მეორეც ანალოგიურად მზადდება, შემდეგ დიაგონალზე იხერხება 2 სამკუთხედად. თქვენ ერთი მათგანი გჭირდებათ.
- კუთხეები დაამუშავეთ სახეხი ქაღალდით. შეგიძლიათ წაუსვათ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
- ბოლო ეტაპი: ააწყვეთ მაგიდა აივანზე. ამისათვის, მაგიდის სახურავი შეაერთეთ თანაბარი სიფართის მართკუთხა დეტალთან ორი სამაგრი ელემენტის მეშვეობით.
- საყრდენის დეტალებიც ანალოგიურად მაგრდება, ამასთან, სამკუთხა ნაწილი მართკუთხა ნაწილის შუაში უნდა იყოს განლაგებული.
- შეღებეთ ან წაუსვით ლაქი ნაკეთობას. დააყენეთ მაგიდა საჭირო სიმაღლეზე. აწყობილ მდგომარეობაში ის საკმაოდ მყარი იქნება, დაკეცილი კი მაგიდის სახურავის ქვეშ მოთავსდება.
მობილური დასაკეცი მაგიდა შესანიშნავად ჩაეწერება ინტერიერში, სივრცეს უფრო ფუნქციონალურს გახდის მინიმალური დროისა და თანხების დანახარჯით.