სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების ტოლერანტულობა

სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების ტოლერანტულობა
როდესაც ტოლერანტობას არიგებდნენ, პირველი მორიელი მივიდა. იკითხა, რა არის ტოლერანტობა, და თუ შეიძლება მისით აწამოო. როცა პასუხი მიიღო, მოიღუშა, ჩაიწერა რაღაც თავის შავ ბლოკნოტში და წკეპლის ქნევით წავიდა.

თხის რქისთვის არასოლიდური იყო საერთო რიგში დგომა, ამიტომ თავისი კურიერი - მშვილდოსანი გააგზავნა. მშვილდოსანმა ტოლერანტობითზურგჩანთა გაავსო, მაგრამ უკანა გზაზე გარეთო და სხვა ქვეყანაში გაემგზავრა, იქ ზურგჩანთა დაკარგა და თხის რქას მისწერა, რომ ასეთ დავალებებს მარტო რქიანი თხები იძლევიან და განაგრძო გზა მსუბუქად.

მშვილდოსნის მიერ დაკარგული ტოლერანტობა მუჭუჭმა კირჩხიბმა იპოვა და სადღაც შეინახა. ხანდახან პოულობს მას, ეშინია, არ მომპარონო და ახალ ადგილას ინახავს, მერე ისევ ავიწყდება, სად დამალა. და როდესაც კირჩხიბი იწყებს ლაპარაკს, რომ ირგვლივ ყველა გულითადი მეგობრები კი არა, მგლების ხროვაა, ე.ი. ისევ დაკარგა სამალავი.

სასწორები დროულად მივიდნენ, თავაზიანად ითხოვეს თითო-ორი ტოლერანტობა და მას მერე არც იყენებენ, რადგან ვერ გადაუწყვეტიათ, ამ ორიდან რომელი ჯობია.

მერწყული ერთ-ერთი პირველი მივიდა, მაგრამ გამოაგდეს რიგიდან, რადგან დაიწყო ლაპარაკი, რომ ის ვინც ტოლერანტობა მოიგონა, ამოჭრა იგი 2 წლის ასაკის ბავშვების წიგნებიდან და თუ დრო გამონახა, ბევრად უკეთესს შექმნის თავად.

ქალწული დიდ ხანს ფიქრობდა, რა ოდენობით სჭირდება უმაღლესი ხარისხის ტოლერანტობა, და ამ ფიქრში გაუშვა თავისი რიგი. ამიტომ, მას უმაღლესი ხარისხის პაწაწინა ტოლერანტობა ერგო. მას მერე ქალწული სხვის ტოლერანტობას წონის და თავის პაწაწინას კი არავის აჩვენებს.

ვერძს უნდოდა, პირველი მისულიყო, მაგრამ გზად თევზებს გადაეყარა, რომლებიც უკვე დაიტვირთნენ ტოლერანტობით. თევზებმა დაარწმუნეს, რომ ვერძის ტოლერანტობა დაზიანდა. სადაც კი ვერძი მისწვდა, ტოლერანტობა თითქმის ყველგან დახეთქილი და დაგრეხილი გახდა. ვერძი სახლში დაბრუნდა. აბა, გოიმი ხომ არ არის, ვიღაცის ნასუფრალს ეწვიოს, თანაც თევზების მერე! მაგრამ სიტყვა ტოლერანტობა ისე მოეწონა, რომ ფეხბურთის საყვარელ ბურთზეც კი ამოტვიფრა.

ლომი საერთოდ არ მივიდა. რადგან არ იცოდა, რა არის ტოლერანტობა. და თუკი ასეა, ე.ი. ეს რაღაც გაუგებარი აბდაუბდაა, რომელიც არავის სჭირდება.

კურო მივიდა და დარწმუნებით აუხსნა, რომ უკვე აქვს საკუთარი, the best ტოლერანტობა, და თუ ვინმე თანახმა არ არის - წავიდეს... თავად იცით სადაც.

და გვიან ღამით, როცა ყველა დაიშალა და ნარჩენების და ”ბრაკების” პატარა გროვა დარჩა, მივიდა ტყუპები. მიიხედ-მოიხედა და წაიღო რაც დაინახა. ამიტომაც, ტყუპებს ტოლერანტობა უხვად აქვთ, მაგრამ ხანდახან გეჩვენება, რომ სანაგვეზე იპოვა...