ბედნიერების ჰოროსკოპი: რა აბედნიერებს და რა ანიჭებს სიხარულს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს

ბედნიერების ჰოროსკოპი: რა აბედნიერებს და რა ანიჭებს სიხარულს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
ადამიანები განსხვავდებიან, და ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნები ბედნიერებას სრულიად საპირისპირო რამეებში პოულობენ. რა გაკლიათ სრული ჰარმონიისთვის თქვენ? წაიკითხეთ ჩვენს სახუმარო ჰოროსკოპში.

ვერძი
ვერძებს ახარებთ, როცა მათი ფინანსური მდგომარეობა მწყობრშია. მაგრამ ბედნიერება მათთვის დიდ ფულს მოაქვს. ფული დაუფიქრებლად უნდა ხარჯო, ხელფასი კონვერტში კი არა - ჩემოდნით უნდა მიიღო. აი მაშინ ყველაფერი კარგადაა!

კურო
კურო ბედნიერია, როცა ყველაფერი ნორმალურადაა, ნუ ცოტათი უკეთ, ვიდრე სხვებთან. სხეული უფრო მოხდენილი, ვიდრე დაქალს აქვს, თანაკურსელზე უკეთესი თანამდებობა, მეზობელზე უკეთესი სახლი. ახლა კი თამამად შეიძლება გახვიდე და გაერთო!

ტყუპები
რთული სათქმელია, რა ანიჭებს ტყუპებს ბედნიერებას. დღეს ერთი რამ, ხვალ - მეორე, ზეგ კი დღევანდელი ბედნიერება ტანჯვად ექცევა. ამასთან, ტყუპები ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანია. რადგან შეუძლია ყველაფერში კარგი დაინახოს და ცუდისგან აბსტრაგირება.

კირჩხიბი
კირჩხიბი ბედნიერია, როცა სახლში ყველაფერია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სახლი დიდი უნდა იყოს, ოჯახი - სრული, ქმარი და ბევრი შვილი. სტუმრები, მეგობრები, ნათესავები, შინაური ცხოველები. და ყველა ირგვლივ ბედნიერია.

ლომი

ლომისთვის ბედნიერება სტატუსს მოაქვს. რაც უფრო მაღალია სტატუსი, მით უფრო ბედნიერია ლომი, ყველაფერი მარტივადაა. თუ ვინმეს იგი არ უყვარს, ძალიან სწყინს. თუ ვინმეს მასზე ლამაზს, წარმატებულსა და ჭკვიანს დაინახავს, ყველა ხრიკს გამოიყენებს, რომ ამ ადამიანის ღირსება დაამდაბლოს. ამიტომ, ლომის ბედნიერება ხანმოკლეა.

ქალწული
ქალწული რთული ნიშანია, და მისი გაგება ყველას არ შეუძლია. ამიტომ, ის ბედნიერია, თუ თანამოაზრეებს შეხვდება. აი მაშინ ეზრდება ფრთები ქალწულს და ნებისმიერი წინაღობა არაფერს ნიშნავს მისთვის. მეტიც - პარადოქსია, მაგრამ მას სირთულე მეტად ბედნიერს ხდის. ”ვაშა! ახალი პრობლემა! უნდა დავშალო მარტივ მამრავლებად, შევისწავლო და ისევ თავიდან ავაწყო!”.

სასწორი
სასწორი ბედნიერია, როცა ირგვლივ სილამაზე და წესრიგი სუფევს. წესრიგი შინ, ლამაზი ტანსაცმელი, იდეალურად სერვირებული ვახშამი - რა ცოტა რამაა ირო ბედნიერებისთვის...მაგრამ როგორც კი იდილია ირღვევა, ბედნიერება თითქოსდა არც ყოფილა! მაგრამ არაუშავს, სასწორი კვლავ ”ააგებს” მას.

მორიელი
მორიელი განსაკუთრებული ნიშანია, ბედნიერებაც თავისებური აქვს. ნამდვილ ბედნიერებას მეტოქესთან შეტაკების დროს განიცდის, რომელშიც ჩვენი გმირი, რა თქმა უნდა, იმარჯვებს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნის ბედნიერება თავგადასავლებშია. ისეთებში, რომლებზეც შემდეგ შვილიშვილებს მოუყვება. ამიტომაც, როდესაც დანარჩენი ნიშნები ბედნიერების პოვნაში დროსა და ნერვებს ხარჯავენ, მშვილდოსანი გარბენით ეშვება კლდიდან - ახალი თავგადასავლების შესახვედრად. და ეს არის ბედნიერება.

თხის რქა
თხის რქა ბედნიერია, თუ ცხოვრების იდეალურ გეგმას შეადგენს. უზადო გეგმას. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ვერ ხორციელდება, რადგან რეალობას თავისი კორექტივები შეაქვს. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბედნიერება ხომ ყველა ოცნების ასრულება არ არის. თხის რქა გარკვეული პუნქტების დროულად შესრულებაში პოულობს ბედნიერებას. მთავარია, არავინ ჩაერიოს.

მერწყული
მერწყული საერთოდ მუდამ ბედნიერია, რადგან ბედნიერებისთვის მას არაფერი სჭირდება. მერწყულის ირგვლივ ხომ ასეთი საინტერესო და შესანიშნავი სამყაროა, რომელიც აღსავსეა საიდუმლოებებითა და თავსატეხებით! მთელი ცხოვრება არ არის საკმარისი მათ ამოსახსნელად!

თევზები

თევზებმა მოსმენა იციან, უყვართ სხვადასხვა თემაზე საუბარი, ჭკვიანები და საზრიანები არიან, ამიტომ ბედნიერები არიან, თუ ვინმეს სჭირდებათ. მათ მეორე სუნთქვა ეხსნებათ, თუკი ჩნდება ვინმე ან რაიმე, რასაც თევზების მონაწილეობა და ყურადღება ესაჭიროება.