ვერასოდეს ვიფიქრებდი ფერადი ფანქრების ამგვარად გამოყენებას! არადა შთამბეჭდავი შედეგი აქვს....

ვერასოდეს ვიფიქრებდი ფერადი ფანქრების ამგვარად გამოყენებას! არადა შთამბეჭდავი შედეგი აქვს....
ლამაზი სანთლების დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ რომანტიული ატმოსფერო ან უბრალოდ გაალამაზოთ ინტერიერი. თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს უამრავ ვარიანტს, სხვადასხვა ზომების, ფერის და არომატის მიხედვით. მაგრამ რატომ უნდა დახარჯოთ ფული იმაზე რისი გაკეთებაც მარტივად სახლშიც შეგიძლიათ? ჩვეულებრივი პარაფინის სანთლები ხომ ყველას აქვს სახლში.

დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია გასწავლით როგორ გადააქციოთ ჩვეულებრივი სანთლები ხელოვნების ნიმუშად. ეს ძალიან მხუარული საქმეა და არის მასში რაღაც მაგიურიც. შეგიძლიათ ამ სამქეში ბავშვებიც თამამად ჩართოთ ან ოჯახის სხვა წევრებიც.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • პარაფინის სანთლები
  • ქაღალდის ჭქები
  • შუშის ჭიქები
  • ბავშვების ფერადი ცვილის ცარცები ან პასტელის ფანქრები
  • ფითილი
  • სტეკლოს ან მეტალის მცირე ნაჭერი
  • საყვარელი ეთერზეთი


დამზადების წესი:
  1. მოამზადეთ ფითილი. როგორც წესი ისინი მზა ბოლოებით იყიდება(სამაგრები), მაგრამ თუ ყიდვა არ გსურთ დაამზადეთ თავად. მოათავსეთ პარაფინის მცირე ნაჭერი ქაღალდის ჭქაში და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში (თუ არ გაქვთ, მაშინ გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე)
    შუშის ან ლითონის ნაჭერში გააკეთეთ ხვრელი და გაუყარეთ მასში ფითილი. მოათავსეთ მინის ჭიქაში და შემდეგ დაასხით მომზადებული პარაფინი.

  2. დაჭერით სასურველი ფერის ცარცი პატარა ნაჭრებად.

  3. ჩაყარეთ ქაღალდის ჭიქაში პარაფინი და დაჭრილი ცარცი. გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში. კარგად მოურიეთ სითხეს ერთგვაროვანი სითხის მიღებამდე. დაუმატეთ ეთერზეთი. ჩაასხით ფითილიან ჭიქაში ერთი ფერი. შეგიძლიათ დახაროთ ჭიქა სასურველი ფორმების მისაღებად.

  4. დაელოდეთ სანამ პირველი ფენა გაცივდება და შემდეგ დაასხით მეორე ფერის სითხე. ასე მოიქეცით ყველა ფერზე სანამ სრული ზომის სანთელს არ მიიღებთ. შეგიძლიათ ყველა ფენა სხვადასხვა არომატით გააკეთოთ.


შეგიძლიათ დაუმატოთ ნაზავში თქვენი საყვარელი ეთერზეთი. საახალწლო დღესასწაულების წინ სცადეთ დაამზადოთ ნაძვის ან მანდარინის არომატით. ასევე შეგიძლიათ იზრუნოთ მინის ჭიქის დეკორირებაზეც, მაგალითად ყავის მარცვლებით, ნიჭარებით - მთავარია ისინი პლასმასის არ იყოს.

ამგვარად თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ისეთი სანთლები, რომელიც თქვენს გულს გაუხარდება. მთელი პროცესი სულ მცირე დროს წაგართმევთ, ხოლო შედეგი გაგახარებთ.
გააფერადეთ თქვენი სახლი ლამაზი სანთლებით და გაუზიარეთ ეს იდეა თქვენს მეგორებსაც!